ბავშვის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული, საჭირო ვიტამინების მიღება. ყველა მშობელი ფიქრობს და ზრუნავს შვილის ჯანმრთელობაზე, რადგან ეს ნამდვილად დასაფიქრებელი საკითხია.
ვიტამინები წარმოადგენს ორგანულ ნაერთებს, რაც ნიშნავს, რომ არის ბიოლოგიურად წარმოებული და მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რაციონში შედიოდეს საჭირო დოზებით.
დღევანდელ ჩვენს ბლოგში განვიხილავთ, რომელი ვიტამინებია ბავშვებისთვის აუცილებელი და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება მისი შერჩევისას.
პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია შეამოწმოთ მწარმოებელი ბრენდი. უმეტესად კომპანები ვიტამინებს აწარმოებენ კუსტარულად, ჟელატინის სახით, რომელიც არც თუ ისე სასარგებლოა ადამიანისთვის, მით უმეტეს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. მან შეიძლება გამოიწვიოს საკვები მომნელებელი სისტემის პრობლემები, კუჭის გაღიზიანება, შეკრულობა და ასე შემდეგ..
კომპანია ვიტამინი ექსკლუზიური წარმომადგენელი გახლავთ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური ბრენდის “Ultravit Gummies”- ის, რომელიც აწარმოებს 100% ბუნებრივი და უსაფრთხო ინგრედიენტებისგან დამზადებულ ვიტამინებს.
ულტრავიტის საბავშვო ვიტამინები წარმოდგენილია საღეჭი აბების სახით, რომელიც მზადდება გულდასმით შერჩეული, ადვილად ათვისებადი ინგრედიენტებით და გვთავაზობენ რეალურ, კლინიკურად დადასტურებულ სარგებელს, სხეულის გამართული ფუნქციებისთვის. ჟელიბონი მზადდება ნამდვილი ხილის წვენებისა და პექტინისგან, რომლებიც არ შეიცავენ ხელოვნურ საღებავებს, არომატებს და შემნახველებს. ხშირად ჟელიბონის სახით წარმოდგენილ ვიტამინებში იყენებენ ჟელატინს, რაც არათუ სასარგებლო, არამედ მავნეც კია ბავშვის ორგანიზმსითვის. სწორედ ამიტომ, ულტრავიტის უპირველესი უპირატესობა მისი ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობაა. ულტრავიტის საღეჭ აბებში, ჟელატინის ნაცვლად, გამოყენებული პექტინი არის მდგრადი, უნიკალური, ხსნადი ბოჭკოვანი, რომელიც მუშავდება ვაშლის, ციტრუსის ქერქის, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან. შესაბამისად ულტრავიტის საბავშვო ვიტამინების სარგებლიანობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტულია.
განვიხილოთ ვიტამინები რომელსაც გვთავაზობს „Ultravit Gummies“-ი
Ultravit Gummies - Vitamin C დამუშავებულია ბუნებრივი სახით. რა სარგებლობა მოაქვს C ვიტამინს? პირველ რიგში აძლიერებს და იცავს იმუნურ სისტემას, რკინის სრულად შეწოვის ხარჯზე. როდესაც რკინის ათვისება სრულფასოვნად ხდება, ეს დადებითად მოქმედებს ბავშვის იმუნიტეტზე. C ვიტამინი ასევე იცავს ორგანიზმს ეგრეთწოდებული „ჟანგვითი სტრესისგან“, რომელიც ყოველდღიურად შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდეს.
გარდა ამისა “Ultravit gummies” vitamin C მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლების, ჩონჩხის და კბილების განვითარებაში, მაქსიმალურად ხელს უწყობს ელასტიური ცილის კოლაგენის სინთეზირებას და აძლიერებს ნერვულს სისტემას. თითოეულ აბში C ვიტამინი წარმოდგენილია ბავშვისთვის რეკომენდიებული დოზით, 4 წლის ასაკიდან და მისი მიღება არის სრულიად უსაფრთხო.
Ultravit Gummies - Vitamin D3 - ვიტამინი D3 გახლავთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინი, რომლის მეშვეობითაც ხდება ძვლის, კბილების, კუნთების და იმუნური სისტემის ჯანმრთელობა და პროფილაქტიკა. D3 სასარგებლო გავლენას ახდენს ორგანიზმში კალციუმის სათანადო შეწოვაზე, რომლის მეშვეობითაც ხდება ძვლის სტრუქტურულად განვითარება და ჩამოყალიბება.
ასევე კვლევებმა აჩვენა რომ D3 ნაკლებობამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს რაქიტი, რაც სიტყვა-სიტყვით განიმარტება, როგორც ძვლის დარბილება, სიმყიფე, რომელსაც შემდგომ აუცილებლად მოსდევს კუნთების არასრულფასოვანი განვითარება.
Ultravit Gummies - Vitamin D3 ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე და შეუძლია ებრძოლოს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რაც სამწუხაროდ ბავშვებში ხშირად არის გავრცელებული.
Ultravit Gummies - Omega+DHA დოკოსაჰექსაენოკის მჟავა, იგივე DHA, ერთ ერთი მნიშვნელოვანი სახის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც შედის ომეგა3-ის შემადგენლობაში.
ტვინის 60% შედგება ცხიმისაგან. აქედან, დაახლოებით 50% არის, მხოლოდ ერთი ცხიმოვანი მჟავა – DHA. DHA ასევე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ნერვულ სისტემაში, ამიტომ შესაძლებელია მან ხელი შეუწყოს ჯანსაღი ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და განვითარებას.
აღნიშნულ პროდუქტში ასევე სრულად შედის ცხიმოვანი მჟავები (ომეგა3,6,9) ამ კომპლექსური მოქმედების შედეგად ხდება კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდა, ხოლო ცუდი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირება სისხლში. შედეგად იკლებს სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვა დაავადებების რისკი,როგორიცაა: (ჰიპერტენზია, კორონარული არტერიის დაავადება). იგი ასევე ხელს უწყობს ბავშვის მხედველობის განვითარებას, ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
Ultravit Gummies - Kids Multivitamin გახლავთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსური ვერსია.
ვიტამინები აუცილებელია ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობისა და ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
Ultravit Gummies - Kids Multivitamin-ში წარმოდგენილია ვიტამინებისა და მინერალების სრული წყარო: A, C, D, E, B6, B12, ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი, პანტოტენინის მჟავა, იოდი, თუთია, ქოლინი და ინოზიტოლი.
Ultravit Gummies - Kids Multivitamin-ი ხელს უწყობს სისხლში წითელი უჯრედების, ლეიკოციტების წარმოქმნას, გულის განვითარებას არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, აძლიერებს და ავითარებს ძვალ-სახსროვან სისტემას, ზრდის ენერგიის დონეს.
Ultravit Gummies - Adult Multivitamin - ეს პროდუქტი შემადგენლობით წინამორბედის მსგავსია, უბრალოდ განსხვავება არის მინერალებისა და ვიტამინების კონცენტრაციაში.
მისი მიღება შესაძლებელია შედარებით ზრდასრულ, თინეიჯერობის ასაკში(14წლიდან ზევით). მოზარდის სხეულში, განსაკუთრებით კი, გარდამტეხ პერიოდში ბევრი ჰორმონალური თუ მეტაბოლური ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომაც საჭიროა, ყოველდღიურად მოზარდის ორგანიზმს მივაწოდოთ ყველა სახის ვიტამინი თუ მინერალი.
Ultravit Gummies - Adult Multivitamin-ი მოზარდს ეხმარება შემეცნებითი ფუნქციების გაუმჯობესებასა და ენერგიის ზრდაში.
„Ultravit Gummies“-ის შექმნილი ვიტამინები არ შეიცავს ჟელატინს, სოიოს, გლუტენს და არ არის გენმოდიფიცირებული.