UltraVit – Vitamin C არის სპეციალურად ბავშვებისა და მოზრდილებისათვის შექმნილი C ვიტამინი, რომელიც წარმოდგენილია მინიმალური რეკომენდირებული დოზებით და მისი მიღება შესაძლებელია ექიმის ნებართვის გარეშე.
ვიტამინი C არის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ვიტამინი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან და აუმჯობესებს რკინის შეწოვის პროცესს. გარდა ამისა, იგი აწესრიგებს ნერვულ სისტემას, მონწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში, ამცირებს დაღლილობას, აძლიერებს ძვლებს, სახსრებსა და კბილებს.
პროდუქტი წარმოდგენილია უგემრიელესი ჟელიბონის სახით და მისი მიღება შესაძლებელია მოზარდბისა და ბავშვებისთვის 4 წლის ასაკიდან.
საღეჭი აბები მზადდება გულდასმით შერჩეული, ყველაზე ეფექტური, ადვილად ათვისებადი ინგრედიენტებით. ისინი გვთავაზობენ რეალურ, კლინიკურად დადასტურებულ სარგებელს სხეულის გამართული ფუნქციებისათვის. ჟელიბონი მზადდება ნამდვილი ხილის წვენებისა და პექტინისგან, რომლებიც გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, არომატით და ფერებით. ვიტამინების სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჟელატინს იყენებენ, ამ პროდუქტში გამოყენებულია პექტინი. იგი ზრუნავს თითოეული საღეჭი აბის სტრუქტურაზე. პექტინი შერჩეულია, რადგან ეს არის მდგრადი, უნიკალური, ხსნადი ბოჭკოვანი, რომელიც მუშავდება ვაშლის, ციტრუსის ქერქისა და სხვა ხილისა და ბოსტნეულისგან. ამიტომ, ჟელიბონი შესაფერისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. ისინი გვთავაზობენ ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელს, როგორიცაა უკეთესი მონელება, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის ჯანსაღი დონე და ა.შ.
ჟელიბონი იმდენად სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა, რომ იგი გახდება თქვენი ბავშვების საყვარელი პროდუქტი და ვიტამინის ყოველი მიღება იქნება ბევრად სასიამოვნო პროცესი, ვიდრე ოდესმე.
UltraVit – Vitamin C-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს იმუნიტეტს
– აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისაგან
– აწესრიგებს ნერვულ სისტემას
– უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმს
– წარმოდგენილია გემრიელი საღეჭი აბების (ჟელიბონი) სახით
– შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, არომატებსა და ფერებს
– არ შეიცავს ჟელატინს და გამოყენებულია პექტინი
– შექმნილია ბავშვებისა და მოზრდილებისათვის 4 წლის ასაკიდან
– არ შეიცავს ლაქტოზას, სოიოს, გლუტენს
– არის Non-GMO
– არის ვეგანური და ფლობს ჰალალ სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1-3 საღეჭი აბი დღეში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.