Ultravit Gummies – Omega+DHA არის ჩაღეჭვადი აბების სახით წარმოდგენილი ომეგა 3,6,9 ცხიმოვანი მჟავები, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრებულია DHA-თი და C ვიტამინით. იგი წარმოდგენილია მინიმალური რეკომენდირებული დოზებით და მისი მიღება შესაძლებელია ექიმის ნებართვის გარეშე.
დოკოსაჰექსაენოკის მჟავა, იგივე DHA, არის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის ერთ-ერთი ტიპი.
ტვინის 60% შედგება ცხიმისაგან. აქედან, დაახლოებით 50% არის მხოლოდ ერთი ცხიმოვანი მჟავა – DHA. DHA ასევე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ნერვულ სისტემაში, ამიტომ შესაძლებელია მან ხელი შეუწყოს ჯანსაღი ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და განვითარებას.
ომეგა 3,6,9 უზრუნველყოფს ქოლესტერინის ბალანსის აღდგენა კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდით, ხოლო ცუდი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირება სისხლში. ამცირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვა დაავადებების რისკს,როგორიცაა: (ჰიპერტენზია, კორონარული არტერიის დაავადება). იგი ასევე აუცილებელია თვალების, ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
საღეჭი აბები მზადდება გულდასმით შერჩეული, ყველაზე ეფექტური, ადვილად ათვისებადი ინგრედიენტებით. ისინი გვთავაზობენ რეალურ, კლინიკურად დადასტურებულ სარგებელს სხეულის გამართული ფუნქციებისათვის. ჟელიბონი მზადდება ნამდვილი ხილის წვენებისა და პექტინისგან, რომლებიც გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, არომატით და ფერებით. ვიტამინების სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჟელატინს იყენებენ, ამ პროდუქტში გამოყენებულია პექტინი. იგი ზრუნავს თითოეული საღეჭი აბის სტრუქტურაზე. პექტინი შერჩეულია, რადგან ეს არის მდგრადი, უნიკალური, ხსნადი ბოჭკოვანი, რომელიც მუშავდება ვაშლის, ციტრუსის ქერქისა და სხვა ხილისა და ბოსტნეულისგან. ამიტომ, ჟელიბონი შესაფერისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. ისინი გვთავაზობენ ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელს, როგორიცაა უკეთესი მონელება, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის ჯანსაღი დონე და ა.შ.
ჟელიბონი იმდენად სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა, რომ იგი გახდება თქვენი ბავშვების საყვარელი პროდუქტი და ვიტამინის ყოველი მიღება იქნება ბევრად სასიამოვნო პროცესი, ვიდრე ოდესმე.
Ultravit Gummies – Omega+DHA-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს ომეგა 3,6,9 ცხიმოვან მჟავებს
– გამდიდრებულია DHA-თი და C ვიტამინით
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– უზრუნველყოფს ტვინის ჯანსაღ ზრდასა და სრულყოფილ განვითარებას
– უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– ამცირებს სისხლში ცუდ ქოლესტერინის დონეს
– წარმოდგენილია გემრიელი საღეჭი აბების (ჟელიბონი) სახით
– შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, არომატებსა და ფერებს
– არ შეიცავს ჟელატინს და გამოყენებულია პექტინი
– შექმნილია ბავშვებისა და მოზრდილებისათვის 4 წლის ასაკიდან
– არ შეიცავს ლაქტოზას, სოიოს, გლუტენს
– არის Non-GMO
– არის ვეგანური
მიღების წესი:
მიიღეთ 1-3 საღეჭი აბი დღეში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.