UltraVit – Adult multivitamin არის მოზრდილებისათვის შექმნილი მულტივიტამინების კომპლექსი, რომელიც წარმოდგენილია საღეჭი აბების სახით და შეიცავს მინიმალურ რეკომენდირებულ დოზებს. ასე რომ, მისი მიღება შესაძლებელია ექიმის ნებართვის გარეშეც.
პროდუქტი შექმნილია სპეციალურად მოზრდილებისა და თინეიჯერებისთვის და სავსეა ყველა აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით გულისა და ძვლების ჯანმრთელობისათვის, ენერგიის უზრუნველსაყოფად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ეს საღეჭი აბი გვთავაზობს ყოველდღიურად A, C, D, E, B6, B12 ვიტამინების ბუნებრივ წყაროს, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს, პანტოთენიურ მჟავას, იოდს და თუთიას.
სპეციალურად შემუშავებული ფორმულა იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან, ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას და ჰორმონულ ბალანსს. იგი ასევე უზრუნველყოფს გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ინარჩუნებს სისხლში ქოლესტერინის ნორმალურ დონეს, მხარს უჭერს შემეცნებით ფუნქციებს, ზრდის ენერგიის დონეს, არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციებს და ამძაფრებს კონცენტრაციას.
საღეჭი აბები მზადდება გულდასმით შერჩეული, ყველაზე ეფექტური, ადვილად ათვისებადი ინგრედიენტებით. ისინი გვთავაზობენ რეალურ, კლინიკურად დადასტურებულ სარგებელს სხეულის გამართული ფუნქციებისათვის. ჟელიბონი მზადდება ნამდვილი ხილის წვენებისა და პექტინისგან, რომლებიც გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, არომატით და ფერებით. ვიტამინების სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჟელატინს იყენებენ, ამ პროდუქტში გამოყენებულია პექტინი. იგი ზრუნავს თითოეული საღეჭი აბის სტრუქტურაზე. პექტინი შერჩეულია, რადგან ეს არის მდგრადი, უნიკალური, ხსნადი ბოჭკოვანი, რომელიც მუშავდება ვაშლის, ციტრუსის ქერქისა და სხვა ხილისა და ბოსტნეულისგან. ამიტომ, ჟელიბონი შესაფერისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. ისინი გვთავაზობენ ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელს, როგორიცაა უკეთესი მონელება, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის ჯანსაღი დონე და ა.შ.
ჟელიბონი იმდენად სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა, რომ იგი გახდება თქვენი ბავშვების საყვარელი პროდუქტი და ვიტამინის ყოველი მიღება იქნება ბევრად სასიამოვნო პროცესი, ვიდრე ოდესმე.
UltraVit – Adult multivitamin-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან
– აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
– მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში
– ინარჩუნებს სისხლში ქოლესტერინის ჯანსაღ დონეს
– უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმს
– მხარს უჭერს შემეცნებით ფუნქციებს
– არეგულირებს ნერვულის ისტემის ფუნქციებს
– აძლიერებს კონცენტრაციას
– წარმოდგენილია გემრიელი საღეჭი აბების (ჟელიბონი) სახით
– შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, არომატებსა და ფერებს
– არ შეიცავს ჟელატინს და გამოყენებულია პექტინი
– შექმნილის სპეციალურად მოზარდებისა და თინეიჯერებისათვის
– არ შეიცავს ლაქტოზას, სოიოს, გლუტენს
– არის Non-GMO
– არის ვეგანური და ფლობს ჰალალ სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 2 საღეჭი აბი დღეში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.