კომპანია ვიტამინი 2014 წელს გამოჩნდა პირველად ქართულ ბაზარზე და მალევე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია საცალო გაყიდვებში.

კომპანიამ ეტაპობრივად მოიპოვა ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობები ამერიკულ, ინგლისურ, კანადურ და სხვა ევროპულ, მსოფლიო დონის წამყვან ბრენდებთან.

დღეს ვიტამინი არის 20-ზე მეტი დასახელების ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში. ეს ყოველივე კი განაპირობებს მომხამრებლებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და უკონკურენტო ფასის შეთავაზებას.

ჩვენი ქსელი აერთიანებს 13 მაღაზიას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი), სადაც წარმოდგენილია დაახლოებით 3000 დასახელების პროდუქტი, როგორც უშუალოდ სპორტული მიმართულებით, ასევე, ველნესისა და მცენარეული ექსტრატქების, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებების, აქსესუარების, ჯანსაღი, ბიო-პროდუქტების, უშაქრო, უკალორიო და "სუპერ-ფუდების" ხაზით.

ჩვენს ქსელში წარმოდგენილი პროდუქტების მრავალფეროვნება და საჭიროება მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე, იქნება ეს პროფესიონალი, აქტიური სპორტსმენები თუ უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები, როგორც ვეგანური, ასევე ცხოველური პროდუქტების მომხმარებლებისთვის. 

კომპანია ვიტამინი ახორციელებს საცალო და საბითუმო გაყიდვებსროგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე ამიერკავკასიის ქვეყნებში.

ჩვენს ქსელში წარმოდგენილნი არიან მსოფლიო დონის ბრენდები, როგორიცაა:

BPI Sports, Olimp Labs, Applied Nutrition, Universal Nutrition, Animal, Muscletech, ProSupps, Evlution Nutrition, Nutrex, Real Pharm, Muscle Pharm, Muscle Care, ProActive, Rule1, Optimum Nutrition, BSN, Scivation, Ronnie Coleman, Mutant, Sveltus, Diet food, Organic shop, Musclemeds, Dorian Yates Nutrition, Kevin Levrone, FA nutrition, Bad Ass და ა.შ

დაარსების დღიდან ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია,  სპორტული საკვები დანამტების სფეროში მომხმარებელების ცნობიერების ამაღლება, პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და დეტალური კონსულტაციის გაწევა. ამ მიზნით, პერიოდულად, კომპანიის ორგანიზებით იმართება, როგორც სამოტივაციო, ასევე საგანმანათლებლო ტრენინგები და შეხვედრები.

202
1 წელს კომპანიამ დაიწყო ადგილობრივი წარმოება და შექმნა პირველი 100% ქართული სპორტული საკვები დანამატების ბრენდი - Vitamin Power.

Vitamin Power გახლავთ ვიტამინის შვილობილი კომპანია, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხისა და ევროპული სტანდარტების მქონე საკვები დანამატების სპორტულ ხაზს. დღეისათვის წარმოდგენილია 12 დასახელების პროდუქტი.

ვიტამინში დასაქმებულია 50-მდე ადამიანი, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანია, როგორც შიდა სატრენინგო ასევე საერთაშორისო გადამზადების პროგრამების გამოყენებით.

კომპანია ორიენტირებულია წინსვალსა და განვითარებაზე. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული სერვისების შეთავაზება, როგორც ინდივიდუალურად, სპორტსმენების, ასევე სპორტული კლუბებისა და ფედერაციების მიმართულებით.