პროდუქტის უკან დაბრუნების პოლიტიკა

პროდუქტის უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღებიდან 1 კვირის მანძილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი არაა გახსნილი, დაზიანებული ან გამოყენებული.  

პროდუქტის დაბრუნების პირობები

  • პირველ რიგში საჭიროა, დაგვიკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზზე და განაცხადოთ მიზეზი რის საფუძველზეც ხდება პროდუქტის უკან დაბრუნება.
  • დაბრუნებისთვის საჭიროა წარმოადგინოთ ჩეკი (შეკვეთის დოკუმენტი), რომელიც მისი შეძენისას გადმოგეცათ.
  • იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ პროდუქტს აქვს ქარხნული ნაკლი, პროდუქტის მიღებიდან 1 კვირის მანძილზე, უნდა მოგვმაროთ ცხელ ხაზზე. ჩვენი კომპანია შეამოწმებს მას და 3-5 სამუშაო დღის მანძილზე შეგატყობინებთ პასუხს აღნიშნულ საკითხზე.
     
  • იმ შემთხვევაში თუ ზედა კრიტერიუმების განხილვის შემდეგ კომპანია მიიღებს პროდუქტის უკან დაბრუნების გადაწყვეტილებას,თქვენ გაქვთ უფლება, როგორც გადაცვალოთ პროდუქტი, ასევე დაიბრუნოთ უკან თანხა.
  • თანხის უკან დაბრუნება მოხდება საბანკო გადარიცხვით 2-3 სამუშაო დღის შუალედში შემკვეთის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.