საკურიერო მომსახურეობა თბილისში

მითითებულ მისამართზე შეკვეთის მიწოდება ხდება 2 სამუშაო დღის ვადაში. კურიერი დაგიკავშირდებათ წინასწარ, მითითებულ ნომერზე. შაბათ-კვირას საკურიერო მომსახურება არ ფუნქციონირებს.

 

საკურიერო მომსახურება რეგიონებში

- ფოსტა 

შეკვეთის მიწოდება ხდება "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით. შეკვეთა იგზავნება შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს და არაუმეტეს 3 დღისა იქნება მითითებული ქალაქის ფოსტაში. შეკვეთის ფოსტიდან გატანა ხდება შემკვეთის მიერ. ფოსტის ღირებულება არის 8-12 ლარი (ამანათის წონის შესაბამისად). შემკვეთის მიერ თანხის გადახდა ხდება ფოსტაში, ამანათის გატანის დროს.

- ქარავანი

საკურიერო კომპანია "ქარავანს" შეკვეთა მიეწოდება შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს. კომპანია ვალდებულია 3-5 დღის ვადაში მითითებულ მისამართზე ჩაგაბაროთ შეკვეთა დაუზიანებელ და გაუხსნელ მდგომარეობაში. საკურიერო მომსახურების ღირებულებაა 6 ლარი. კურიერი დაგიკავშირდებათ წინასწარ, მითითებულ ნომერზე.