ვიტამინის განვითარების 6 წლიანი ისტორია
 
ვიტამინი 6 წელია გამოჩნდა საკვებდანამატების ქართულ ბაზარზე, ამ წლების განმალობაში ბრენდმა და თავად კომპანიამ დიდი ცვლილებები განიცადა,წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი საცალო გაყიდვებში და სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. მოიპოვა ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობები მსოფლიოს არაერთ წამყვან ბრენდთან,რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც გახდა საქართველოში და კავკასიის ქვეყნებში.ვიტამინი მომხმარებელს მსოფლიოში ბესტსელერი ბრენდების პროდუქციას საუკეთესო ფასად სთავაზობს საქართველოში.
ვიტამინი ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით და პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი,ასევე სრულად პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.ამჟამად ვიტამინი წარმოდგენილია 6 ფილიალით.
 
კომპანიის პორთფელში წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები როგორიცაა:
BPI Sports,Olimp Sport Nutrition,Applied Nutrition,Universal Nutrition,Animal,Muscletech ,ProSupps,Evlution Nutrition,Nutrex,Real Pharm,Muscle Pharm,Muscle Care,ProActive,Cobra Labs,Rule1,Optimum Nutrition,BSN,Scivation,IronMaxx,Ronnie Coleman,Bulk Powers,Dymatize,Myprotein,Self Nutrition.
 
კომპანია ვიტამინი ახორციელებს საცალო და საბითუმო გაყიდვებს,როგორც ქვეყნის მაშტაბით ასევე ამიერკავკასიის ქვეყნებში.
ვიტამინის გუნდის ყველა წევრს გააჩნია ერთი მიზანი,რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.
 
ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლების ინტერესების 100% ით დაკმაყოფილება,რაც მოიაზრებს შევთავაზოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის კონკრეტული პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად,მივცეთ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობასა და მოხმარებაზე,მივაწოდოთ ადგილზე მოთხოვნისამებრ უმოკლეს დროში და დავეხმაროთ მომხმარებლებს მათი მიზნების უფრო მარტივად მიღწევაში.
კომპანია წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას.
 
2020 წელს კომპანიამ დაიწყო ადგილობრივი წარმოება და შექმნა პირველი პროდუქტები.
 
კომპანიის კომერციული მიზნები სცდება საქართველოს საზღვრებს,2021 წელს ვპროგნოზირებთ ქართული წარმოების პროდუქტების ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში.