როდიოლას ბენეფიტები

როდიოლა ადაპტოგენური მცენარეა, რომელიც ეხმარება უჯრედების დაცვას გარემო და ქიმიური სტრესორებით გამოწვეული ჟანგვითი დაზიანებისგან. ადაპტოგენური მცენარეები იზრდება მკაცრ კლიმატურ და ექსტრემალურ პირობებში, რის გამოც ისინი ძალიან ძლიერი მცენარეებია.

მაგალითად, როდიოლა იზრდება ზღვის დონიდან 10,000 ფუტის (3 კმ) სიმაღლეზე, სადაც ჟანგბადის კონცენტრაცია დაბალია და ტემპერატურა ცივია.

იმისათვის, რომ მცენარე კლასიფიცირდეს, როგორც ადაპტოგენი, მას უნდა ჰქონდეს რამდენიმე თვისება, რაზეც ქვევით ვისაუბრებთ.

არატოქსიკური

როდიოლას აქვს ფიზიოლოგიური ნორმალიზაციის უნარი (რაც ხელს უწყობენ ბალანსის აღდგენას)

ადაპტოგენად კლასიფიცირებულ მცენარეს უნდა ჰქონდეს მოქმედების ერთზე მეტი მექანიზმი.

როდიოლას შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ასეა, რადგან იგი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას, ამასთანავე გააჩნია შფოთვის საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტული, ენერგიისა და მეხსიერების გამაძლიერებელი თვისებები.

როდიოლას მოქმედების მექანიზმი მოიცავს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონის ნორმალიზებას და აზოტის ოქსიდის (NO) დონის გაძლიერებას, არტერიების მომადუნებელ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს.

როდიოლა ასევე სასარგებლოა ქრონიკული დაღლილობის, შფოთვის, დეპრესიის, დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის და სხვა დაავადებების მქონე პირთათვის.  

ამ ყველაფერს უფრო ვრცლად ქვევით განვიხილავთ.

 

დაღლილობის შემცირება და ფიზიკური ძალის გაუმჯობესება

დაღლილობის შეგრძნება ექიმთან ვიზიტის გავრცელებული მიზეზია. ქრონიკული დაღლილობის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, დეპრესია და ასე შემდეგ.

Planta Medica-ში 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაასკვნა, რომ როდიოლას გამოყენებას აქვს დაღლილობის საწინააღმდეგო ეფექტი.

სპორტსმენებში გამძლეობა ერთ ერთი მნიშვნელოვანია. 2009 წელს, ჩინეთის ინტეგრაციული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაასკვნა: „როდიოლასა და გინკოს კომბინირებულ მცენარეულ საკვებდანამატს შეუძლია გააუმჯობესოს გამძლეობა ჟანგბადის მოხმარების გაზრდით და დაღლილობის შემცირებით.

2013 წელს, ძალისა და კონდიცირების კვლევის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ ასევე დაადასტურა როდიოლას ეფექტი, გააუმჯობესოს ვარჯიშის გამძლეობა.

შფოთვისა და დეპრესიის შემცირება

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი განიცდის შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს. კონსულტანტთან ან ფსიქოლოგთან კონსულტაცია შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის. მედიკამენტები ხშირად ინიშნება, მაგრამ ბევრი ღელავს გვერდით მოვლენებზე და სურს პრობლემის მოგვარების უფრო ბუნებრივი საშუალება.

2016 წელს, Phytomedicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდიოლა შეიძლება იყოს ეფექტური დეპრესიით დაავადებული ადამიანებისთვის. დოქტორ კროპლის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, „საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ექსპერიმენტულმა ჯგუფმა 14 დღის შემდეგ აჩვენა თვითშეფასებული შფოთვის, სტრესის, ბრაზის, დაბნეულობისა და დეპრესიის მნიშვნელოვანი შემცირება და საერთო განწყობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“.

აუმჯობესებს მეხსიერებას

ალცჰაიმერი ტვინის დაავადებაა, რომელიც ძირითადად ხანდაზმულებს აწუხებთ და დემენციის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. დემენციის უმეტესი ფორმა, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება, ჩვეულებრივ 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს აწუხებთ. შემთხვევათა ერთ პროცენტზე ნაკლები ამ ასაკამდე გვხვდება. 80 წლის შემდეგ 10 ადამიანიდან ერთს, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი ემუქრება.

როდიოლა ხელს უწყობს ტვინის დაცვას ოქსიდაციური დაზიანებისგან და შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დემენციის პრევენციასა და მკურნალობაში.

ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ადაპტოგენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს UCLA-ს ნევროლოგის, დოქტორ დეილ ბრედესენის მიერ შემუშავებულ „ალცჰაიმერის დაავადების ბუნებრივი მიდგომის“ პროექტში, ხოლო მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა მისი სარგებელი, მათ შორის დოქტორ ბეი ჟანგის 2016 წლის კვლევამ და 2015 წლის კვლევამ, რომელშიც როდიოლა ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში პერსპექტიული მკურნალობის მეთოდად იყო წარმოდგენილი.

ამცირებს არტერიულ წნევას

მაღალი არტერიული წნევა ყოველი მეოთხე ზრდასრული ადამიანიდან ერთს აწუხებს. მსოფლიო მასშტაბით, 1 მილიარდ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, რაც გულის შეტევის, გულის შეგუბებითი უკმარისობის და ინსულტის წამყვანი რისკ-ფაქტორია.

მაღალი არტერიული წნევა ასევე ცნობილია, როგორც ჰიპერტენზია. ექიმების უმეტესობა ჰიპერტენზიის დიაგნოზს ადამიანებში მაშინ სვამს, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა (ზედა რიცხვი) 140 მმ/ვწყ.სვ-ზე მეტია, ხოლო დიასტოლური არტერიული წნევა (ქვედა რიცხვი) გაზომვისას 90 მმ/ვწყ.სვ-ზე მეტია, ან 140/90-ზე მეტია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის გულის ასოციაციისა და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის 2017 წლის ნოემბრის რეკომენდაციებით, 130/80-ზე მეტი მაჩვენებლები მკურნალობას საჭიროებს.

ორივე შემთხვევაში, ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტის მიღება და რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს. მედიკამენტები ხშირად საჭიროა, როდესაც ცხოვრების წესის ცვლილებები არასაკმარისია და კვლევები ადასტურებს, რომ როდიოლა ამ კუთხითაც სასარგებლოა.

იცავს არტერიებს

ათეროსკლეროზი არის დარღვევა, რომლის დროსაც სისხლძარღვები, კერძოდ, არტერიები, კალციუმის დეპოზიტებით მაგრდება. ეს ადამიანებში ხშირია და დაბერების პროცესში პროგრესირებს. ათეროსკლეროზი გულის შეტევებისა და ინსულტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

2017 წელს The American Journal of Chinese Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდიოლა იცავს არტერიებს ჟანგვითი დაზიანებისა და ათეროსკლეროზის დაზიანებისგან.

ხელს უწყობს სისხლში შაქრის კონტროლს

შაქრიანი დიაბეტი გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. დიაბეტით დაავადებულებს სისხლში შაქრის (გლუკოზის) მომატებული დონე აწუხებთ.

მომატებული დონის შემთხვევაში, გლუკოზამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების, ნერვების და ორგანოების, როგორიცაა თირკმელები და თვალების, ჟანგვითი დაზიანება. დიაბეტი ზრდის გულის შეტევის, ინსულტის, ფეხის ამპუტაციის და თირკმლის უკმარისობის რისკს.

2016 წელს დოქტორ ჩენის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდიოლა დიაბეტის ჰორმონ ინსულინს უფრო ეფექტურს ხდის. ეს გადამწყვეტია სისხლში შაქრის კონტროლისთვის.

გარდა ამისა, 2017 წელს ჟურნალ „ფარმაკოლოგიის საზღვრებში“ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდიოლაში შემავალი აქტიური ინგრედიენტი შეიძლება დაეხმაროს პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელი ბეტა უჯრედების დაცვას.

იცავს ღვიძლს

ღვიძლი, ძირითადად, პასუხისმგებელია ორგანიზმში შემავალი ტოქსინების გაფილტვრაზე. ზოგჯერ შეიძლება ღვიძლი გადატვირთოს.

ჭარბი ცხიმიანმა არაჯანსაღმა საკვებმა, და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

2014 წელს ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდიოლას შეუძლია დაიცვას ღვიძლის დაზიანებისგან, ხოლო 2016 წელს BMC Pharmacology and Toxicology-ის კვლევამ აჩვენა, რომ სალიდროზიდს, როდიოლას აქტიურ ინგრედიენტს, შეუძლია დაიცვას ღვიძლი გაცხიმოვნებისგან და ჟანგვითი დაზიანებისგან.