ვეგანი სპორტსმენებისთვის 3 აუცილებელი დანამატი
დროის სვლასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა ვეგანურ დიეტას. ვეგანური დიეტის დაცვისას, საჭიროა რეგულარულად შეგნებული კორექტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მიღება, რაც ხელს შეუწყობს როგორც დიეტის ხანგრძლივობას, ასევე მდგრადობას.
ვეგანური დიეტის მოდიფიკაციები და საკვებდანამატები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვეგანი სპორტსმენებისა და აქტიური პირებისთვის, რადგან მათი ყოველდღიური ფიზიკური მოთხოვნილებები და საჭიროებები უფრო მაღალია, ვიდრე უმოძრაო ცხოვრების წესის მქონე ადამიანის.
რადგან სხეული მუდმივად მოძრაობაშია და ორიენტირებულია შესრულებაზე, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე ძირითად საკვებ ნივთიერებას, ვიტამინსა და მინერალს, რომლებიც აუცილებელია სპორტული შესრულებისთვის.
1. ცილა
ცილა მნიშვნელოვანია აბსოლიტურად ყველა პროცესისას. ვეგანური დიეტის დროს საკმარისი ცილის მიღება ჩვეულებრივ არის შესაძლებელი, თუმცა, როგორც წესი, მოხმარების უფრო მეტი სტრატეგიაა საჭირო და სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში ვეგანური პროტეინი.
ვეგანური პროტეინი შესანიშნავია ყოველდღიური ცილის რაციონის შესავსებად და მას აქვს რამდენიმე უპირატესობა, რომელთა უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს.
ვეგანური პროტეინი მდიდარია აუცილებელი ამინომჟავებით, რომლებიც ითვლება ცილის საშენი მასალად.
ყოველდღიური ცილის მიღების გაზრდით, ვეგან სპორტსმენებს შეუძლიათ უზრუნველყონ კუნთოვანი ცილის სინთეზი, რაც ხელს შეუწყობს კუნთების აშენებას და აღდგენას. კუნთოვანი ცილის სინთეზის დროს, კუნთებში ანაბოლური გარემოს შესაქმნელად აუცილებელია ამინომჟავების სრული სპექტრი.
2012 წელს ფიზიოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელი ამინომჟავების სრული სპექტრის მქონე დანამატები უფრო დიდ როლს თამაშობენ კუნთების ცილის სინთეზის გააქტიურებაში ფიზიკური აქტივობის შემდეგ. ამის გათვალისწინებით, ვეგანმა სპორტსმენებმა მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ცილის წყაროები, რომლებსაც მოიხმარენ, და მათთან ერთად არსებული ამინომჟავების პროფილები.
2. კრეატინი
კრეატინი კიდევ ერთი სპორტული დანამატია, რომლითაც ვეგანებს დიდი სარგებლის მიღება შეუძლიათ. კრეატინი აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრებისთვის და დიდ როლს ასრულებს ფიზიკურ აქტივობაში. ორგანიზმში კრეატინი ორგანული ნაერთია, რომელიც ამუშავებს ადენოზინტრიფოსფატს (ატფ), რომელიც ჩვენს უჯრედებში არსებული ენერგიის ყველაზე ძირითადი ფორმაა და დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ტვინსა და კუნთოვან ქსოვილში.
ვარჯიშის დროს კრეატინს მრავალი სარგებელი მოაქვს, მათ შორის ენერგიის გამომუშავების, ენერგიის გაზრდის, კუნთების ზრდისა და ზომის გაუმჯობესება.
კრეატინს ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ ის ბუნებრივად გვხვდება ძირითადად ცხოველურ პროდუქტებში, რაც ვეგანებისთვის, ართულებს ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით მიღებას.
მცენარეული დიეტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ორგანიზმში კრეატინის ბუნებრივი შემცირება გამოიწვიოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ვეგანმა ათლეტებმა მიიღონ კრეატინის საკვებდანამატები.
2017 წელს სპორტული კვების საერთაშორისო საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში შესწავლილი და განხილული იყო მრავალი ვიტამინი, მინერალი და დანამატი აქტიური ვეგანი სპორტსმენებისთვის საუკეთესო გამოყენების კუთხით. კრეატინი სპორტული დანამატების სიაში ერთ ერთი მოწინავე იყო, რომელიც ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ვეგანური დიეტის დროს, როგორც წესი, კრეატინის საკმარისი მიღება ვერ ხერხდება.
3. ბეტა-ალანინი
კიდევ ერთი სასარგებლო საკვებდანამატი, რომლის განხილვაც ვეგან სპორტსმენებს შეუძლიათ, არის ბეტა-ალანინი. იგი ბუნებრივად წარმოქმნილი ბეტა-ამინომჟავაა, რომელიც ძირითადად ხორცშია. კრეატინის მსგავსად, ცხოველური პროდუქტებისგან თავისუფალი დიეტა შეიძლება ორგანიზმში ბეტა ალანინის შემცირების მიზეზი გახდეს.
ვარჯიშის დროს ბეტა-ალანინი სასარგებლოა კარნოზინთან ურთიერთქმედების გამო, რომელიც წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და უჯრედულ ბუფერს. კარნოზინი გვხვდება კუნთებსა და ნერვულ სისტემაში. აქტიური პირებისთვის, ბეტა-ალანინს შეუძლია სასიცოცხლო როლი შეასრულოს კუნთებში კარნოზინის დონის ამაღლებაში.
ბეტა-ალანინის საკვებდანამატების მიღების შედეგად კუნთებში კარნოზინის დონის მატება ხელს უწყობს მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის ეფექტიანობას.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ვარჯიშის დროს მოკლე შესვენებებს მიმართავენ, როგორც წესი, 60 წამის და ნაკლები ხანგრძლივობის. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის შესრულების გაუმჯობესების გარდა, ბეტა-ალანინი ასევე სასარგებლოა ხანგრძლივი ვარჯიშის დროს დაღლილობის შესამსუბუქებლად, ამიტომ მისი განხილვა აუცილებელია.
ბეტა-ალანინის მიღება შესაძლებელია ვარჯიშამდე და მისი შერევა წვენებთან ან არომატიზებულ სითხეებთან ამარტივებს მის გამოყენებას.