კოპმანია Swanson-ის მიერ შექმნილი Triple Boron Complex, არის პრემიუმ ხარისხის საკვები დანამატი, რომელიც უზრუნველყოფს ბორონის სამ ფორმას — ბორონ ამინომჟავა ქილატი, ბორონ ციტრატის და ბორონ ასპარტატის ნაერთები.
თითო აბი შეიცავს 3 მგ ბორონს, რაც ეხმარება ორგანიზმს ძვლების ჯანმრთელობაში, ჰორმონალურ ბალანსში და ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებაში.

რა არის ბორონი და რატომ არის მნიშვნელოვანი?
ბორონი — მიკროელემენტი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხილში, ბოსტნეულში და თხილეულში, მაგრამ კვების თანამედროვე რეჟიმში მისი მიღება ხშირად არასაკმარისია.
ის მონაწილეობს: • კალციუმისა და მაგნიუმის სწორ გამოყენებაში • D ვიტამინის აქტივაციაში • ჰორმონების რეგულაციაში • ანთებითი პროცესების შემცირებაში. მოდი ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ.
Swanson Triple Boron Complex-ის ძირითადი სარგებელი
ძვლების და სახსრების მხარდაჭერა
ბორონი აუმჯობესებს კალციუმისა და მაგნიუმის ათვისებას, რაც აუცილებელია ძლიერი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად. როდესაც ზემოთჩამოთვლილი მინერალების რესურსი ორგანიზმს საკმარისად აქვს, მინიმუმამდე მცირდება ოსტეოპოროზის რისკი. ეს გახლავთ ერთ ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული სახსრების დაავადება.
ჰორმონალური ბალანსი
ბორონი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი ჰორმონების სტიმულირებას, როგორიცაა ტესტოსტერონის და ესტროგენის. შეგახსნებთ, რომ ორივე ჰორმონი როგორც კაცის, ასევე ქალის შემთხვევაში სასიცხლო მნიშვნელობისაა და მათ ფუნდამენტური როლი აკისრიათ. გარდა ამისა, ბორონი ასევე სასარგებლოა ქალბატონებისთვის, მენოპაუზის პერიოდში სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ტვინის და მეხსიერების ფუნქციები
ბორონი დადებითად მოქმედებს ნეირომედიატორებზე, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას.
ანთების შემცირება
ბორონი ხელს უწყობს სახსრების ტკივილის და ანთებითი პროცესების შემცირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ართრიტის დროს. სახსრების ანთება საკმაოდ არაკომფორტულია და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზეც ახდენს გავლენას.
დამატებითი უპირატესობები
3 ფორმის ბორონის კომბინაციას აქვს უკეთესი ბიოშეღწევადობა, იგი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს და გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს.
რაც მთავარია, ბორონი შესაფერისია ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
როგორ მივიღოთ?
რეკომენდირებული დოზა: 1 აბი დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკმარისი წყლით.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ვისთვის არის რეკომენდებული?
ბორონის გამოყენება განსაკუთრებით კარგი იქნება: 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, ჰორმონალური ცვლილებების ფონზე. ასევე სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ძვლებისა და კუნთების ძლიერი მხარდაჭერა.
მეხსიერების და კონცენტრაციის გაუმჯობესების მსურველებისთვის.
დასკვნა
Swanson Triple Boron Complex 3mg (250 აბი) — ეს არის ძლიერი, კვლევებზე დაფუძნებული ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ძვლების სიმტკიცე, ჰორმონალური ბალანსი და ტვინის ჯანმრთელობა.
თუ გსურთ მაქსიმალური ეფექტი, ბორონის მიღება განსაკუთრებით ეფექტურია D3 ვიტამინთან, კალციუმთან და მაგნიუმთან ერთად.


