Vitamin Power არის პირველი, ქართული საკვები დანამატების მწარმოებელი ბრენდი.
Vitamin Power - Beta Alanine Powder არის დანამატი, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაკავებულები არიან ძალისმიერი სპორტის სახეობებით და უწევთ შედარებით დიდი ხნიანი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა. პროდუქტი იძლევა ძალას და ენერგიას. იგი მნიშვნელოვნად ზრის ვარჯიშის ეფექტურობასა და სავარჯიშო წონების მოცულობას. ბეტა-ალანინი წარმოადგენს კარნოზინის სინთეზისთვის საჭირო მთავარ ნივთიერებას, რომლიც ანტიოქსიდანტურ თვისებებს ავლენს და მძიმე ვარჯიშის პირობებში, იცავს კუნთის უჯრედებს დაშლისგან.
პროდუქტი წარმოდგენილია ნატურალური გემოთი, არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს, აქვს კარგი ხსნადობა და სწრაფი შეწოვის თვისება.
Vitamin Power - Beta Alanine Powder - ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის ენერგიას და გამძლეობას
– გვეხმარება მაღალი დატვირთვის, ძალისმიერი ვარჯიშის დროს.
– აძლიერებს უჯრედის შიდა სტაბილურობას
– გამორჩეულია მაღალი ბიოშეღწევადობით
მიღების წესი და დოზირება:
არ მიიღოთ დრეში 6 გრამზე მეტი. არ მიიღოთ ერთ გამოყენებაზე 3 გრამზე მეტი. იდეალურია ვარჯიშამდე 2-3 გრამი და ვარჯიშის მერე 2-3 გრამი.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.