გაციების და გრიპის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

 გაციება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ერთ-ერთი სახეობაა. დადგენილია, რომ 220-ზე მეტი სხვადასხვა გაციების ვირუსი არსებობს.

რაც შეეხება ვირუსს: ერთი და იგივე ვირუსი ერთსა და იმავე ადამიანს ორჯერ არასდროს აინფიცირებს.

პრევენცია

გაციების დროს პრევენცია ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა. არსებობს რამდენიმე გზა, რომლებიც დაგეხმარებათ ორგანიზმის გაძლიერებაში, რათა წინააღმდეგობა გაუწიოთ ინფექციებს:

ჯანსაღი კვება - მიირთვით ჯანსაღი საკვები, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ფერის ხილითა და ბოსტნეულით. ეს უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს და ამზადებს იმუნურ სისტემას ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ.

ხელების დაბანა - ვირუსული დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზაა ხელების ხშირი დაბანა ანტიბაქტერიული საპნით და თბილი ან ცხელი წყლით.

ძილი - იმუნური სისტემის სიძლიერის შესანარჩუნებლად საკმარისი ძილი აუცილებელია. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) 2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ღამეში 6 საათზე ნაკლები ძილი ზრდის გაციების რისკს.

ლაქტოფერინი - კვლევების თანახმად, ლაქტოფერინი არის ცილა, რომელსაც აქვს როგორც ანტიბაქტერიული, ასევე სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ეს ცილა ჩვეულებრივ გვხვდება სინუსების ქსოვილში და შეიძლება სასარგებლო იყოს ზედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექციების მქონე პირებისთვის.

თაფლი - ხველა ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გავრცელებული სიმპტომია. თაფლი ხველების ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ოჯახის ექიმები და პედიატრები განსაკუთრებით ურჩევენ ბავშვებს.

საკვებდანამატები

თუთია. მრავალი კვლევა ადასტურებს თუთიის სარგებელს გაციების პრევენციისთვის. 2016 წელს, British Journal of Clinical Pharmacology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, „გაციების დროს თუთია ერთ ერთი ყველაზე სწრაფად მოქმედი საშუალებაა.

ეს მნიშვნელოვანი მინერალური საკვებდანამატი უნდა შეინახოთ მედიკამენტების კარადაში, რათა მისი მიღება სიმპტომების გამოვლენისთანავე შეძლოთ. 2017 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როგორც თუთიის გლუკონატის, ასევე თუთიის აცეტატის საწუწნი ტაბლეტების გამოყენებაც საკმაოდ ეფექტურია.

ვიტამინი C ასევე ცნობილი როგორც ასკორბინის მჟავა, ათწლეულების განმავლობაში იყო რეკომენდებული გაციების პრევენციისთვის, მაგრამ ადამიანებს აქვთ გენეტიკური მუტაცია, რომელიც სხვა სახეობებისგან განსხვავებით ასკორბინის მჟავას გამომუშავების შეუძლებლობას გვიქმნის. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინ C-ს შეუძლია შეამციროს გაციების განვითარების რისკი და ასევე შეამციროს გაციების ხანგრძლივობა პლაცებოსთან (შაქრის აბები) შედარებით.

D ვიტამინის დაბალი დონე, რომელიც ყველაზე ხშირად ზამთრის დადგომისას ვლინდება, ზრდის გაციების ან გრიპის განვითარების რისკს. D ვიტამინის ოპტიმიზაცია პრევენციის ერთ ერთი კარგი საშუალებაა. რეკომენდებული დოზა: 2000-დან 5000 სე-მდე დღეში.

პრობიოტიკები - საკმაოდ ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პრევენციისთვის და, როგორც ჩანს, ქრონიკული სინუსიტის სამკურნალოდაც.

Cochrane Review-ის 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პრობიოტიკების მიმღებ პირებს ნაკლებად უვითარდებათ ზედა სასუნთქი გზების ინფექცია,

არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც ადასტურებს ჯანსაღი ნაწლავის მიკრობიომის მნიშვნელობას და მის როლს საერთო ჯანმრთელობაში. 2017 წლის კვლევის მტკიცებულებები მიუთითებს, რომ „არაჯანსაღი ნაწლავი ზრდის სინუსების პრობლემების და სინუსების ანთების რისკს“. რეკომენდებულია პრობიოტიკის 5 მილიარდიდან 60 მილიარდ ერთეულამდე დღეში.