Nutrex – Liquid Carnitine 3000 სწორედ ის პროდუქტია, რომელიც თქვენ გჭირდებათ ზედმეტი წონისაგან განთავისუფლებისათვის.
პროდუქტი წარმოდგენილია სითხის სახით და შეიცავს L-კარნიტინის მაქსიმალურ, 3000 მილიგრამიან დოზირებას. L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.
L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაღალი წონებით ვარჯიშის და გამძლეობის ვარჯიშებიდან დაწყებული, აერობული ვარჯიშებით ან გუნდური თამაშებით დასრულებული.
Nutrex – Liquid Carnitine 3000-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს ცხიმის წვას და ხელს უწყობს წონაში კლებას
– ამცირებს მომატებულ მადას
– ასწრაფებს მეტაბოლიზმს
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინის მუშაობაზე
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– წარმოდგენილია სითხის სახით და აქვს სასიამოვნო გემო
– არ შეიცავს ხელოვნურ ფერებსა და არომატიზატორებს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 პორცია ( 2 სუფრის კოვზი) დილით უზმოზე, ან ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.