Muscle Care – Zinc წარმოადგენს უახლესი მეთოდით შექმნილ საკვებ დანამატს. მინერალი – თუთია, რომელიც წარმოდგენილია კიდევ უფრო ძლიერი ბიოშეღწევადობით, უზრუნველყოფს ჩვენი სხეულის გამართულ ფუნქციონირებას და მნშვნელოვან გავლენას ახდენს ბიოლოგიური პროცესების ეფექტურობაზე.
ეს არის დანამატი, რომელიც შექმნილია როგორც მოყვარული და პროფესიონალი სპორცმენებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც ყოველდღიური ფიზიკური შრომა უწევთ.
თუთია ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი მინერალი, რომელიც მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ამიტომაც სხეულში მისი ნაკლებობა გავლენას ახდენს ფიზიკურ ფორმასა და გამძლეობაზე. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს ცილის სინთეზში და უზრუნველყოფს კუნთების სრულყოფილ მშენებლობას, სწრაფი აღდგენის პროცესს და ძალისმიერი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ძალისმიერი და მაღალი დატვირთვის სპორტის სახეობებში, ინტენსიური ვარჯიშის დროს, გლოკოზის მოხმარების გაზრდა დამატებით გავლენას ახდენს ორგანიზმში თუთიის დეფიციტის წარმოქმნაზე. შესაბამისად წარმოიქმნება ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: CO2-ის ტრანსპორტირების შეფერხება, ფერმენტების გამოყოფის დარღვევა, იმუნური და ენდოკრინოლოგიური სისტემის მუშაობის მოშლა.
Muscle Care – Zinc ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ცილის სინთეზის გაუმჯობესება
– ეფექტური აღდგენა ვარჯიშის შემდგომ
– კატაბოლური პროცესების დათრგუნვა ღამის დასვენების დროს
– მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესება
– ძალისმიერი მაჩვენებლების მომატება
– ჰორმონების სეკრეციის გაუმჯობესება
– ძვალ-სახსროვანი სისტემის მოწესრიგება
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– აძლიერებს ტესტესტერონის გამომუშავებას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1-2 აბი, ჭამის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.