Mutant - Creakong აერთიანებს კრეატინის 3 ფორმას: creatine monohydrate, creatine-magnesium chelate, tri-creatine citrate.
საკვები დანამატებიდან კრეატინი ყველაზე მეტად შესწავლილი დანამატია. მასზე 200-ზე მეტი კვლევაა ჩატარებული და ყველა კვლევა ადასტურებს მის ეფექტურობას და უსაფრთხოებას. კვლევების შედეგად მიღებულია კრეატინის 20-ზე მეტი ფორმა (დასახელება), ამ ოციდან ზოგი მეტად ეფექტურია სპორტული მიზნებისთვის, ზოგი ნაკლებად.
Mutant - Creakong-ში გაერთიანებულია კვლევებით დადასტურებული 3 ეფექტური ფორმა.
creatine monohydrate - ყველაზე მეტი კვლევა სწორედ კრეატინის ამ ფორმაზეა ჩატარებული და მიიჩნევა რომ ბოდიბილდინგისთვის ყველაზე ეფექტური კრეატინია. გარდა იმისა რომ მატებს ძალას და მშრალ კუნთოვან მასას, იგი ასევე აკავებს წყალს კუნთებში, რაც იწვევს კუნთების მოცულობის ზრდას და ქმნის ვიზუალურ ეფექტს. კუნთებში წყლის შეკავება კარგია ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის და წყლის ბალანსის შესანარუნებლად.
creatine-magnesium chelate - ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კრეატინ მონოჰიდრატი განსაკუთრებით ეფექტურია მაგნიუმთან ერთად. ამ კომბინაციამ გაზარდა კრეატინის ათვისების ხარისხი, არ გამოიწვია კუჭის გაღიზიანება (რაც იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებს მხოლოდ მონოჰიდრატის ფორმას) და სულ რაღაც 14 დღეში გააუმჯობესა ძალოვანი მაჩვენებელი. ამიტომ მკვლევარებმა კრეატინ მონოჰიდრატი დააწყვილეს მაგნიუმთან და შექმნეს კრეატინის ახალი ფორმა, რომელიც დააპატენტეს შემდეგი სახელით - creatine-magnesium chelate.
tri-creatine citrate - ციტრატი არის მჟავა, რომელიც მონაწილეობს აერობული ენერგის წარმოქმნაში. ტრი-კრეატინი ნიშნავს კრეატინის 3 მოლეკულას, რომელიც დაწყვილებულია ციტრატის 1 მოლეკულასთან. კრეტაინის ეს ფორმა გამოირჩევა წყალში კარგი ხსნადობით და ორგანიზმის მიერ მაღალი ათვისებადობით. სპორტული შედეგის მხრივ, მისი ეფექტურობა დამტკიცებულია კვლევებით და მიჩნეულია ერთ-ერთ გამორჩეულ ფორმად კრეატინებში.
Mutant - Creakong - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- კრეატინის მაქსიმალური ეფექტურობა და ათვისება
- ზრდის ძალას და გამძლეობას
- მატებს მშრალ კუნთოვან მასას
- აძლიერებს ATP წარმოებას და კუნთების სინთეზს
- სწრაფად ათვისებადი მულტიკრეატინის ნაზავი
- მხოლოდ კლინიკურად გამოკვლეული ინგრედიენტები
- აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით ერთი პორცია (4 გრ) 250 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 30–60 წუთით ადრე.
დასვენების დღეებში საუზმის შემდეგ.
რეკომენდაცია:
საუკეთესო შედეგისთვის ვარჯიშის დღეებში მიიღეთ 2 პორცია. ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე.
კიდევ უფრო უკეთესი შედეგისთვის, მიიღეთ გეინერთან, პროტეინთან ან ნახშირწყლებთან ერთად კომბინაციაში.
გაფრთხილება: თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი. შეინახეთ ეს პროდუქტი გრილ და მშრალ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.