Mutant Madness All-in ერთ-ერთი გამორჩეული pre-workout-ია. მისი ფორმულა და ერთი პორციის მასიური დოზა (28 გრამი) მართლაც ამართელბს დასახელებას - All-In.
ამ დანამატში ყველაფერია რაც ვარჯიშის წინ მისაღებად გჭირდებათ, რათა თქვენი ვარჯიში გახდეს დაუვიწყარი და განუმეორებელი, რათა შეძლოთ პირადი რეკორდების გაუმჯობესება და ლიმიტების გაზრდა.
გამოცდილი სპორტსმენები, რომლებიც ენერგეტიკებს მოიხმარენ, ხშირად სხვადასხვა კომპონენტებს თავად ამატებენ ხოლმე ენერგეტიკში, რათა სრულყოფილი პრე-ვორქაუთი შექმნან და მაქსიმალური ეფექტი მიიღონ. ხოლო ამ დანამატში ყველაფერია, რის დამატებასაც ისურვებდით, არაფრის დამატება არაა საჭირო, მეტიც, შეიძლება ამოკლებაც კი დაგჭირდეთ, ამ შემთხვევაში უბრალოდ ჯობია პორციის დოზა შეამციროთ.
Mutant Madness All-in შექმნილია პროფესიონალი ბოდიბილდერის Shawn Ray-სთან გავლილი კონსულტაციის შედეგად. ყოველი კომპონენტი და განსაზღვრული დოზები არის მის მიერ მითითებული რეკომენდაციით გათვალისწინებული.
All-In შეიცავს 4 კატეგორიად დაჯგუფებულ ინგრედინეტებს, რომლებიც პასუხისმეგბელნი არიან შესაბამისი მიზნის მიღწევაზე. კრეძოდ:
Muscle Strength and Power - ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი კომპონენტები, რომლებიც პასუხისმეგებლნი არიან ენერგიის (ATP) მატებაზე, სისხლის მიწოდებიას გაძლიერებაზე (ფამფი) და გამძლეობის გაუმჯობესებაზე.
Protein Synthesis Sure-Strike - 6 გრ BCAA ხანგრძლივი ვარჯიშის პირობებში დაგეხმარებათ კუნთოვანი ქსოვილის მხარდაჭერასა და კატაბოლიზმის თავიდან არიდებაში.
Dialed-In Neuro Blend - ეს ფორმულა მიზანმიმართულია ნეირო-კუნთოვანი კავშირის მაქსიმალურად გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს ფაქტორი ერთ-ერთი განმსაზღვრელია, როდესაც საქმე მაქსიმალურ წონებზე ან ჰიპერტროფიაზე ვარჯშს ეხება. პროდუქტი შეიცავს 2 სახის კოფეინს. სწრაფი მოქმედების კოფეინი დაგეხამრებათ მიღებიდან მაქსიმალურად მოკლედ დროში იგრძნოთ მისი ეფექტი, ხოლო ნელი ათვისების კოფეინი გეხმარებათ მაქსიმალურად დიდხანს, ვარჯიშის ბოლომდე შეინარჩუნოთ ფოკუსი და ენერგია. ცნობილია რომ კოფეინის ეფექტი კიდევ უფრო ძლიერია ამინომჟავებთან: L-Tyrosine და L-Theanine კომბინაციაში.
Real Hydration - როცა საქმე ხანგრძლივ და ოფლისმღვრელლ ვარჯიშს ეხება, მთავარი ფაქტორი, რომ ტრამვების მიღებისგან დაიცვათ თავი არის საჭირო დოზით ელექტროლიტების მიღება. ელექტროლიტები ოფლთან ერთად გამოდიან ორგანიზმიდან და მათი დეფიციტი იწვევს კუთის გაუხეშებას, მოქნილობის შემცირებას, რაც ხდება მთავარი მიზეზი კუნთების სპაზმისა და დაჭიმულობისა. 700 მგ ელექტოლიტების კომპლექსი კი სრულიად საკმარისი დოზაა ვარჯიშის წინ, რაც აგარიდებთ ტრამვიანობას და გაზრდის თქვენს რესურსს და გამძლეობას ვარჯიშის დროს.
Mutant Madness All-in ენერგეტიკის ეფექტი:
- მატებს ენერგიას და კონცენტრაციას
- ზრდის ფიზიკურ ძალას
- ატენიანებს კუნთოვან ქსოვილს
- აუმჯობესებს გამძლეობას
- შეიცავს ელექტორლიტებს
- იცავს კუნთებს კატაბოლიზმისაგან
- წარმოქმნის ფამფს და ზრდის კუნთებს მოცულობაში
მიღების წესი და დოზირება: გახსენით შეფუთვაში მოთავსებული 1 კოვზი (28 გრ) 300-500 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 20-40 წთ ადრე.
პირველად გამოყენებისას მიიღეთ ნახევარი პორცია 14 გრამი. საჭიროების შემთვევაში დაამატეთ მეორე ნახევარიც.
გაფრთხილება
თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა და იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ჯანდაცვის კვალიფიციკაციის მქონე სპეციალისტთან.არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც შემცვლელი დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეინახეთ ეს პროდუქტი გრილი და მშრალ ადგილას, ბავშვებისაგან დაშორებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ალერგენების შემცვლელი ინგრედიენტები იხილეთ შეფუთვაზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.