Mutant - Whey - პროდუქტი იდეალურია ვარჯიშის შემდეგ სწრაფი აღდგენისათვის. იგი შეიცავს სწრაფად ასათვისებელ შრატის პროტეინის ბლენდს 8 გრ ნახშირწყალთან ერთად. ნახშირწყალი გვეხამრება გლიკოგენის მარაგის შევსებაში და ცილის სინთეზის გააქტიურებაში.
Mutant - Whey შედგება შრატის ცილის კონცენტრატისგან, იზოლატისგან, ჰიდროლიზატისა და ცილა/ფოსფოლიპიდური კონცენტრატისგან. ყველა მათგანს აქვს ათვისების სხვადასხვა სიჩქარე, რაც უზრუნველყოფს თქვენი კუნთების უფრო ხანგრძლივ და ეფექტურ მომარაგებას ამინომჟავებით.
გარდა ამისა, კომპლექსური ცილის ნაზავი ეხმარება ფხვნილს უკეთესი გემოსა და სქელი ტექსტურის შენარჩუნებაში წყალთან ან რძესთან შერევის შემდეგ. თუ თქვენ ეძებთ ცილას, სწრაფი და ეფექტური აღდგენისთვის Mutant Whey იდეალური არჩევანია.
Mutant - Whey-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აჩქარებს ენერგიის აღდგენას
- ხელს უწყობს მშრალი კუნთის ზრდას
- აქვს უგემრიელესი არომატი
- 4 სახის კომპლექსური ცილა იდეალური აღდგენისთვის
- შეიცავს ფერმენტებს სწრაფი ათვისებისთვის
- აკმაყოფილებს Informed-Choice სტანდარტებს
- არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს
მიღების წესი და დოზირება:
1 პორცია გახსენით 200-300 მლ ცივ წყალში ან რძეში. მიიღეთ დილით უზმოზე და ვარჯიშის მერე. გამოიყენეთ დღეში 1-3 პორცია. დამოკიდბეულია თქვენი კვების რაციონზე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.