Vitamin D-3 & K-2 წარმოადგენს ორი უმნიშვნელოვანესი ვიტამინის კომბინაციას. ვიტამინი D3 და K2 მნიშნელოვან როლს თამაშობენ ძვლების, კბილების და გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაში.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის ტრანსპორტირებას და ხარისხიან შეწოვას. იგი აქტიურად გამოიყენება ძვლის დარღვევების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის (როგორიცაა რაქიტი, ოსტეომალაცია). ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ვიტამინ D3 ხელს უწყობს ინსულინის სწორ მოქმედებას და გლუკოზის მეტაბოლიზმს. მას ასევე აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაში.
ვიტამინი D3-ის საკვები დანამატის სახით მიღება განსაკუთრებით საჭიროა შემოდგომა ზამთრის პერიოდში, როდესაც იკლებს მზის სხივების ინტენსივობა. ჩვენ ორგანიზმში ამ ვიტამინის ყველაზე მნშვნელოვანი მიმწოდებელი სწორედ ზის სხივებია.
ვიტამინი K აუცილებელია ჯანმრთელი, ძლიერი ძვლოვანი სისტემის ფორმირებისთვის. მისი როლი არტერიულ ჯანმრთელობაში განისაზღვრება სისხლძარღვთა სტრუქტურებში კალციუმის მეტაბოლიზმის სათანადო მხარდაჭერის შესაძლებლობით. K2 ვიტამინი არის ვიტამინი K-ს აქტიური და ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ფორმა.
Now Nutrition – Vitamin D-3 & K-2- ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს ძვლოვან სისტემას
– ხელს უწყობს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას
– აძლიერებს კარდიო-ვასკულარულ სისტემას
– აძლიერებს კალციუმის ათვისებას
– არის NO-GMO
– ფლობს GMP სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა, 1-2-ჯერ დღეში. მიიღეთ საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.