Now Nutrition – Vitamin D-3 არის ძლიერ აბსორბირებული თხევადი აბების სახით წარმოდგენილი D3 ვიტამინი.
D ვიტამინი ჩვეულებრივ მიიღება საკვებიდან ან წარმოიქმნება კანზე მზის ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისას. ამასთან, იგი არ გვხვდება უხვად საკვებში. ვინაიდან მზის ნათების ინტენსივობა იკლებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, D ვიტამინის დანამატის სახით მიღება კიდევ უფრო საჭირო ხდება მისი სათაადო მარაგის შესავსებად.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის ტრანსპორტირებას და ხარისხიან შეწოვას. იგი აქტიურად გამოიყენება ძვლის დარღვევების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის (როგორიცაა რაქიტი, ოსტეომალაცია). ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ვიტამინ D3 ხელს უწყობს ინსულინის სწორ მოქმედებას და გლუკოზის მეტაბოლიზმს. მას ასევე აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაში.
Now Nutrition – Vitamin D3-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს D3 ვიტამინის მაღალ დოზას
– ხელს უწყობს კალციუმის ტრანსპორტირებას და ხარისხიან შეწოვას
– აძლიერებს ძვლოვან სისტემას
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– არის NO-GMO
– ფლობს GMP სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 აბი დღე გამოშვებით. მიიღეთ საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.