Now – BIOTIN არის B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც აუცილებელია სხეულის ნორმალური ზრდისა და გამართული ფუნქციონირებისთვის.
ბიოტინი მოქმედებს, როგორც მთავარი მარეგულირებელი ელემენტი გლუკონეოგენეზში, ცხიმოვანი მჟავების სინთეზსა და ზოგიერთი ამინომჟავის მეტაბოლიზმში. ენერგიის წარმოებაში მისი როლის გარდა, ბიოტინი აძლიერებს გარკვეული ცილების სინთეზს. გარდა ამისა, ბიოტინი ხელს უწყობს ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ჯანმრთელობისათვის.
უმნიშვნელოვანესია ბიოტინის როლი თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისათვის. იგი აუმჯობესებს კერატინის სტრუქტურულ სიძლიერეს. კერატინი თავის მხრივ არის ძირითადი ცილა, რომელიც ქმნის ჩვენს კანს, თმასა და ფრჩხილებს.
Now – BIOTIN-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მხარს უჭერს აინომჟავების მეტაბოლიზმს
– ხელს უწყობს იმუნურ ფუნქციას
– აძლიერებს ცილის სინთეზს
– ხელს უწყობს კანის, თმის და ფრჩხილების სიძლიერეს
– არის Non-GMO
– ფლობს GMP სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში 1 კაფსულა, საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.