Now – FOLIC ACID არის B ვიტამინების ოჯახის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც საჭიროა დნმ-ის სინთეზისა და გენეტიკური შეკეთებისთვის, რაც მნიშნელოვანი წყაროა უჯრედების სწრაფი გამრავლებისთვის, მაგალითად სისხლის წითელი უჯრედებისათვის. იგი ხელს შეუწყობს გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.
ჩვენი სხეული ვერ აწარმოებს ფოლიუმის მჯავას, ამიტომაც მისი მიღება შესალებელია მხოლოდ საკვებიდან და საკვები დანამატებიდან. იგი აქტიურად გამოიყენება ქალებში, ორსულობის დროს. ფოლიუმის მჟავა ინიშნება ორსულებისთვის ნაყოფის დაბადების დეფექტების თავიდან ასაცილებლად, დეენემის სწორად განვითარებისთვის და ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების რისკის შემცირებას.
სხვადასხვა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავას დამატებებმა შეიძლება გააუმჯობესონ ტვინის ფუნქცია გონებრივი დაქვეითების მქონე პირებში და დაეხმარონ ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობაში. გარდა ამისა, ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, სხვადასხვა ანთებებისა და პათოლოგიების პრევენციაში.
Now – FOLIC ACID-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მონაწილეობს დნმ-ს სინთეზში
– მონაწილეოს ნაყოფის სრულფასოვან განვითარებაში
– აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას
– ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის და სხვა დაავადებების პრევენციას
– არის Non-GMO
– ფლობს GMP სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში 1 კაფსულა. მიიღეთ საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.