NOW – C-1000 არის C ვიტამინი, რომელსაც დამატებული აქვს ბიოფლავონოიდები.
ვიტამინი C არის წყალში ხსნადი საკვები ნივთიერება, რომელიც ცნობილია იმუნური სისტემის სასიცოცხლო როლით. ვიტამინი C ასევე აუცილებელია კოლაგენის (შემაერთებელ ქსოვილში სტრუქტურული ცილა) წარმოქმნისთვის და ამიტომ მნიშვნელოვანია კანის, ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის. იგი ასევე საჭიროა ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის, ნეიროტრანსმიტერის სინთეზისთვის და მრავალი საკვები ნივთიერების სრულფასოვანი ათვისებისათვის, მაგალითად: ფოლიუმის მჟავა და რკინა. C ვიტამინი ასევე არის ძალიან ეფექტური ანტიოქსიდანტი, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელი ქსოვილების შენარჩუნებაში, ნორმალური მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაში და გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაში.
ამ პროდუქტში ასევე შედის ბიოფლავონოიდები, რომლებიც სინერგიულად მუშაობენ C ვიტამინთან ერთად და ხელს უწყობენ მის ეფექტურ შეწოვას. ბიოფლავონოიდი, იგივე ვიტამინი P, მიეკუთვნება ფიტოქიმიურ კლასს.გარდა იმისა რომ თავად ბიოფლავონოიდი გამოირჩევა უამრავი სასარგებლო თვისებით, ის ასევე ეხმარება ორგანიზმს C ვიტამინის შეწოვაში და დაგროვებაში, მასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამრავლებას. ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვას. იგი თითქმის ყველა C ვიტამინით მდიდარ პროდუქტშია.
NOW – C-1000-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტები
– მონაწილეობის კოლაგენის წარმოქმნაში
– აჯანსაღებს ძვლებს, კანსა და სახსრებს
– აქვს ძლიერი შეწოვა და ათვისების უნარი
– შეიცავს ბიოფლავონოიდებს
– არის Non-GMO
– ფლობს GMP სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში 1 კაფსულა.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.