კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. შესაბამისად, მისი მოვლა მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. სხეულის ყველა ნაწილის კანს განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება, მაგრამ სახის კანი მაინც გამორჩეული ნაწილია. სახის კანი ჩვენი გარეგნობის ის ნაწილია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუყურებთ ჩვენც და უყურებენ სხვა ადამიანებიც. შესაბამისად, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სახის კანი ჰქონდეს მოწესრიგებულ და ჯანმრთელ მდგომარეობაში.
სახის კანის ჯანმრთელობისა და მასზე ზრუნვის საფუძველი პირველ რიგში არის ძალიან მარტივი და საბაზისო პრინციპი: მზის მავნე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შეზღუდვა და მზისგან დამცავი კრემის ტარება. თუმცა, მზე არ არის მხოლოდ ცუდის მომტანი ჩვენი სახის კანისთვის. ყოველდღიურად 10-15 წუთი მოხვედრილი მზის სხივი სახის კანს ეხმარება D ვიტამინის დღიური მარაგის შევსებაში, რომელიც, სხვა ვიტამინებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის.
ჩვენს კანს ესაჭიროება საკვები ნივთიერებების სწორი ბალანსი, რათა შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქცია: იყოს ბარიერი, რომელიც იცავს ჩვენს სხეულს გარეთ არსებული ნივთიერებების ზემოქმედებისგან.
საკმარისად მიღებული ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შემთხვევაში, სახის კანი განთავისუფლდება ისეთი პრობლემებისაგან, როგორებიცაა: ნაოჭები, მუქი ლაქები, სიმშრალე, სიწითლე და ა.შ.
გთავაზობთ იმ აუცილებელი ვიტამინების ჩამონათვალს, რომლებიც განაპირობებენ სახის კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეს.
D ვიტამინი. D ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია ზოგადად კანის და მათ შორის სახის კანის ჯანმრთელობისთვის. ბუნებრივად მას ყველაზე აქტიურად ვიღებთ მაშინ, როდესაც მზის სხივები ხვდება ჩვენს კანს. ამ დროს, მზე მოქმედებს კანქვეშ არსებულ ქიმიკატებზე და ეხმარება მათ D ვიტამინად გარდაქმნაში. ერთ-ერთი ის ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს D ვიტამინის მიღებას, არის ქოლესტერინი. ქოლესტერინი მდებარეობს კანის უჯრედებში და მზის სხივებთან რეაქცაიში შესვლისას წარმოქმნის D ვიტამინს. ამის შემდეგ, ვიტამინი გადადის ჩვენს ღვიძლსა და თირკმელში და ნაწილდება მთელს სხეულში, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელი უჯრედების შექმნას.
არც ისე ბევრი პროდუქტი შეიცავს ბუნებრივად D ვიტამინს. ასეთ პროდუქტებში შედის: რძე, კვერცხის გული, ორაგული, სარდინები, მარცვლეული, თევზის ღვიძლი და მასში შემავალი ომეგა 3.
D ვიტამინის დღიური დოზა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის არის 600 IU, ზრდასრულებისათვის 70 წლამდე - 600 IU, 70 წელს ზევით - 800 IU.
კოლაგენი. ზოგადად ჩვენი კანისა და განსაკუთრებით სახის კანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა კოლაგენი.
კოლაგენი ორგანიზმში ბუნებრივად წარმოქმნილი ცილაა, რომელიც სინთეზირდება ორი ამინომჟავის - გლიცინის, პროლინისა და C ვიტამინის მეშვეობით. იგი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭებსა და აწესრიგებს კანის სისხლის მიმოქცევას.
ჩვენ სხეულში ბუნებრივად ხდება კოლაგენის სინთეზირება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესიც სუსტდება.
სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ კოლაგენ პეპტიდების, ან კოლაგენის შემცველი სხვა საკვები დანამატების მიღებამ შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესი და ხელი შეუშალოს სახის კანის გამოშრობას და ნაოჭების წარმოქმნას.
ერთ-ერთმა კვლევამ ასევე აჩვენა რომ, ქალები, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში ყოველდღე სვავდნენ სხვადასხვა სასმელში შერეულ კოლაგენის დანამატს, განიცდიდნენ კანის ძლიერ დატენიანებას და საგრძნობლად შეუმცირდათ ნაოჭების სიღრმე. კოლაგენის სასამელთან ერთად მიღების ყველაზე აპრობირებული და სასიამოვნო მეთოდია ყავა. Vitamini.ge-ს ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის კოლაგენის ყავა.
კოლაგენის დანამატის სახით მიღება, ასტიმულირებს ორგანიზმს აწარმოოს საკუთარი ბუნებრივი კოლაგენი.
კოლაგენი ბუნებრივად, ძირითადად გვხვდება ცხოველური საკვების შემაერთებელ ქსოვილებში (მაგ: ქათმისა და ღორის ტყავში) და სხვადასხვა ცხოველის ძვლის ნახარშში.
კოლაგენის დღიური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2,5-10 გრამ კოლაგენ პეპტიდს.
C ვიტამინი. ეს ვიტამინი მაღალი რაოდენობით ხვდება ეპიდერმისში (კანის გარე ფენა) და დერმაში (კანის შიდა ფენა). მას გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები და უზრუნველყოფს კიბოს საწინააღმდეგო პრევენციას. ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი კოლაგენის გამომუშავებასა და ათვისებაში, რომლის გამოც იგი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია კანის მოვლის საშუალებებში.
C ვიტამინის მიღება ზრდის მზისგან დამცავი კრემების ეფექტურობას, ამცირებს უჯრედების დაზიანებას ჭრილობების შეხორცების პროცესში, აფერხებს კანის დაბერებას, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას.
C ვიტამინი დიდი რაოდენობით მოიპოვება ციტრუსებში, განსაკუთრებით ყვითელ და ნარინჯისფერ ციტრუსში. ასევე, ამ ვიტამინს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: მარწყვი, ბროკოლი და ისპანახი.
გარდა ამისა, C ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახითაც, როგორც მყარი, ასევე თხევადი და ნახევრად მყარი სუბსტანციით.
C ვიტამინის დღიური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1000 მილიგრამს.
K ვიტამინი. ეს ვიტამინი მონაწილეობას იღებს სისხლის შედედების პროცესში, რაც ეხმარება სხეულს ჭრილობების, სისხლჩაქცევებისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენაში. გარდა ამისა, იგი აგვარებს კანთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: სტრიები, ნაწიბურები, შავი ლაქები, წრეები თვალების ქვეშ და მუქი ძარღვები.
K ვიტამინი აქტიურად გვხვდება სახის კანის სამკურნალო სხვადასხვა კრემებში, ასევე გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ჭრილობის მოსაშუშებელ მალამოებში.
K ვიტამინის ძირითადი ბუნებრივი წყაროა: ისპანახი, სალათის ფოთოლი, კომბოსტო, მწვანე ლობიო და სხვა.
მისი დღიური დოზა განსაზღვრულია, როგორც 90-120 UG.
E ვიტამინი. C ვიტამინის მსგავსად, E ვიტამინიც ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი მთავარი ფუნქცია ზოგადად კანის და კონკრეტულად სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით, არის მზის დაზიანებისგან დაცვა. იგი შთანთქავს მზის მავნე UV ნათებას, რაც გვეხმარება თავიდან ავირიდოთ მუქი ლაქები და ნაოჭები. ჩვეულებრივ, E ვიტამინის წარმოება ხდება სხეულში სებუმის მეშვეობით (ზეთოვანი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა კანის ფორებში). სწორი პროპორციით ცხიმი ხელს უწყობს კანის კონდიცირებას და ხელს უშლის სიმშრალეს. გარდა ამისა, ვიტამინი E ხელს უწყობს კანის ანთების მკურნალობას.
ბუნებრივად E ვიტამინი გვხვდება შემდეგ პროდუქტებში: თხილი, ისპანახი, მანგო, სიმინდი და სხვადასხვა თესლეული.
მოზრდილი ადამიანისთვის აღნიშნული ვიტამინის დღიური ნორმა შეადგენს 20 მილიგრამს. იქიდან გამომდინარე, რომ E ვიტამინით მდიდარი საკვები დღიურ რაციონში ხშირად არ გვაქვს ჩართული, რეკომენდირებულია მისი საკვები დანამატის სახით მიღებაც.
B ჯგუფის ვიტამინები. რამდენიმე B ჯგუფის ვიტამინი დადებითად მოქმედებს ზოგადად კანისა და განსაკუთრებით, სახის კანის ჯანმრთელობაზე. 2018 წელს ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს შეუძლია დაეხმაროს სხეულს ჯანმრთელი კანის ახალი უჯრედების წარმოქმნაში.
ვიტამინი B-3, ასევე ცნობილი როგორც ნიაცინი, სახის კანს ეხმარება დაბერების ზოგიერთი ნიშნის აღმოფხვრაში. სხვადასხვა გამოკვლევის მიხედვით, იგი ხელს უშლის ასაკობრივი ლაქების, ნაოჭებისა და კანის სხვა ტიპის ფერის ცვლილებას. გარდა ამისა, ზოგიერთი ქალი აღნიშნავს, რომ უუმჯობესდებათ კანისა და თმის ხარისხი, როდესაც დამატებით იღებენ ფოლიუმის მჟავის (B-9 ვიტამინი) შემცველ ვიტამინებს.
ვიტამინი B-5 (პანტოთენური მჟავა), ხელს უწყობს როგორც აკნეს პრევენციას, ასევე ეწინააღმდეგება კანის დაბერებას.
ასევე კანის, ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიტამინია B-7, რომელიც ცნობილი როგორც ბიოტინი. ბიოტინისთვის არ არსებობს კონკრეტულად განსაზღვრული, კვლევებით დადასტურებული ყოველდღიური დოზირება. პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია მისი მიღება 30-დან 100 მიკრომილიგრამამდე.
ეს ის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინებია, რომლებიც ხელს უწყობენ ზოგადად კანის და განსაკუთრებით სახის კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეს. ამასთანავე, ისინი ეწინააღმდეგებიან კანის დაბერების პროცესს და გვაძლევენ საშუალებას გამოვიყურებოდეთ ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად. თუმცა, ყველა ადამიანმა აუცილებლად ახალგაზრდობაშივე უნდა დაიწყოს კანზე ზრუნვა და არ დაელოდოს კანის დაბერებას და ნაოჭების გაჩენას.