Olimp Nutrition – Collaregen არის სახსრებისა და მყესების ჯანმრთელობისათვის შექმნილი უნიკალური პროდუქტი. მისი მიღება შესაძლებელია, როგორც პოსტ ტრამვული რეაბილიტაციის დროს, ასევე უბრალოდ პროფილაქტიკისათვის.
აქტიური ვარჯიშის დროს, დიდი გავლენა ხრტილებსა და მყესებზე, რაც ზრდის ალბათობას მათი გაცვეთის, დეფორმაციისა და ქრონკული ანთების. ასეთ დროს აუცილებელია ორგანიზმი შევავსოთ იმ აუცილებელი ნივთიერებებით, რომლებიც განაპირობებენ სამოძრაო სისტემის, სასახსრე ხრტილის, მყესებისა და კუნთების გამართულ ფუნქციონირებას.
Olimp Nutrition – Collaregen-ის მთავარი უპირატესობა არის სწორად შერჩეული და სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებული აქტიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად ინგრედიენტებს ამ პროდუქტისათვის.
კლინიკური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 10 გ მაღალი ხარისხის კოლაგენი ჰიდროლიზატის ყოველდღიური მიღება ამცირებს ტკივილს თეძოს ან მუხლის ოსტეოპოროზით დაავადებულ ადამიანებში. კოლაგენის ჰიდროლიზატის შემცველი დანაატის მიღება ხელს უშლის სასახსრე ხრტილის დეგრადაციას.
სამეცნიერო კვლევებმა ასევე აჩვენა. რომ მანგანუმი ძლიერად შეწოვადი ამინომჟავის ქელატი, Albion® სახით, ხელს უწტობს ხრტილის სტრუქტურულ სიძლიერესა და გამართულ ფუნქციონირებას. იგი მაღალი კონცენტრაციით შედის სასახსრე ხრტილებში და ზრდის მეზენქიმული უჯრედების მიერთებას, რაც ხელს უწყობს სასახსრე ხრტილოვანი მატრიქსის სინთეზს მისი ფორმირების ადრეულ ეტაპზე.
კიდევ ერთი ინგრედიენტი არის სპილენძი ძლიერად შეიწოვადი ამინომჟავის ქელატი, Albion® სახით. სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ აჩვენებს, რომ სპილენძი ხრტილოვან უჯრედებში კოლაგენის წარმოქმნასთან დაკავშირებული პროცესების პოზიტიური მარეგულირებელია.
PureWay-C® – ვიტამინი C გამდიდრებული მცენარეული ცვილებით, მისი ბიოშეღწევადობის ასამაღლებლად. ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების მსგავსად, კვლევის შედეგებმა აჩვენა ასკორბინის მჟავის განსაკუთრებული როლი ხრტილოვანი უჯრედების მორფოლოგიური და ბიოქიმიური დეგენერაციის პრევენციაში ზედმეტი მექანიკური სტრეისის პირობებში. შესაბამისად, ვიტამინი C- ს სათანადო დონე ხელს უწყობს ხრტილის ქსოვილის ფუნქციონალურ მუშაობას.
Olimp Nutrition – Collaregen-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერეს ხრტილების, მყესებისა და სახსრების ჯანმრთელობას
– შეიცავს მეცნიერულად დამტკიცებულ ინგრედიენტებს
– ამცირებს ტკივილს სახსრებში
– მონაცილეობს ტრამვის შემდგომ რეაბილიტაციაში
– აჯანსაღებს კანისა და თმების სტრუქტურას
– აქვს სასიამოვნო გემო და არომატი
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 5,5გ) 100 მლ წყალში და მიიღეთ 1-2-ჯერ დღეში. მიიღეთ საკვების მიღებებს შორის.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.