Proactive – Vitamin C არის ტაბლეტების სახით წარმოდგენილი დიეტური დანამატი, რომლის მიღებაც შეუძლიათ როგორ პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებს, ასევე უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ და C ვიტამინის ნაკლებობის მქონე ადამიანებს.
ვიტამინი C არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. იგი უზრუნველყოფს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს ინფექციებისა და დაავადებების რისკს. C ვიტამინი ასევე მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და განუყოფელი ვიტამინია სახსრების, თმის და კანის ჯანმრთელობისათვის.
Proactive – Vitamin C ძირითადი თვისებები და მახაიათებლები:
– იმუნური სისტემის გაძლიერება
– კოლაგენის წარმოების გაუმჯობესება
– მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
– არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი
– 1000 მგ C ვიტამინი თითოეულ ტაბლეტში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში 1 ტაბლეტი, ჭამის შემდეგ. არ გადააჭარბოთ მაქსიმუმ 1 ტაბლეტს დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.