თეთრი თუთა,(WHITE MULBERRY) ჯანმრთელობის 3 სარგებელი

თეთრი თუთა, (იგივე White Mulberry) რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც Morus alba, არის ხის სახეობა, რომლის მშობლიური მხარე ჩინეთი და ინდოეთია.

ხე გამოირჩევა გრძელი ფოთლებით და პატარა ნაყოფით, რომელთა ფერი თეთრიდან ვარდისფერამდე ან მუქ მეწამულამდე მერყეობს.

თეთრი თუთა იზრდება მთელ მსოფლიოში და მის ფოთლებს რამდენიმე დანიშნულებით იყენებენ. (აბრეშუმის ჭიებისა და სხვა ქმნილებების გამოსაკვებად.)

ნაყოფს აქვს ტკბილი და ამავდროულად მჟავე გემო.

თეთრი თუთის ხის ფოთლები, ქერქი, ფესვები და ნაყოფი გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში და მისი შესწავლდა დღემდე გრძელდება.

გარდა ამისა იგი აქტიურად იწარმოებ საკვებდანამატის სახით.

ნუტრიენტები

თეთრი თუთის ნაყოფი მდიდარია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებით, მათ შორის ბოჭკოვანი, ვიტამინი C და რკინით.

ერთი ჭიქა (140 გრამი) ნედლი თეთრი თუთა შეიცავს

კალორია: 60

ცილა: 2 გრამი

ცხიმი: 0,5 გრამი

ნახშირწყლები: 18 გრამი

ბოჭკოვანი: 2 გრამი

ვიტამინი C: 51 მგ

რკინა: 2,5 მგ

კალციუმი: 55 მგ

ვიტამინი A: 1,4 მიკროგრამი

თეთრი თუთა განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი მავნე თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად და ანთების შესამსუბუქებლად.

იგი ასევე მდიდარია რკინით, ძირითადი მინერალით, რომელიც მონაწილეობს დნმ-ის სინთეზსა და ჟანგბადის ტრანსპორტირებაში.

სარგებელი

სიმსივნური უჯრედების შემცირება

თეთრი თუთა მდიდარია კიბოსთან მებრძოლი სხვადასხვა ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ფლავონოიდებით, ალკალოიდებით და ფენოლის მჟავებით.

ერთი კვლევის მიხედვით, თეთრი თუთისგან გამოყოფილი სპეციფიკური ნაერთები ამცირებს მკერდის კიბოს უჯრედების ზრდას.

თეთრი თუთის ფესვის ქერქის ექსტრაქტი ბლოკავს კოლორექტალური კიბოს უჯრედების გაყოფას და გავრცელებას, რაც იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს.

უფრო მეტიც, სხვა საცდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თეთრი თუთის ექსტრაქტი შეიძლება ეფექტური იყოს მსხვილი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ.

ამცირებს ქოლესტერინის დონეს

თეთრი თუთა ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

თეთრი თუთის ფოთოლში არსებული ნივთიერებები ამცირებს ტრიგლიცერიდებს, მთლიან ქოლესტერინს და LDL (ცუდი) ქოლესტერინს.

თუმცა ამ კუთხით, საჭიროა დამატებითი კვლევები იმის შესაფასებლად, თუ როგორ შეუძლია თეთრი თუთის ექსტრაქტს უფრო მეტად მოახდინოს გავლენა ქოლესტერინის დონეზე.

სისხლში შაქრის კონტროლი

თეთრი თუთა და მისი კომპონენტები ხელს უწყობს სისხლში შაქრის მართვას. იგი ანელებს შაქრის დაშლას კუჭში ისე, რომ ის უფრო ნელა შეიწოვება სისხლში. ეს ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს სისხლში შაქრის დონე ჯანსაღ დიაპაზონში.

ტიპი 2 დიაბეტის მქონე 24 ადამიანში ჩატარებულმა ერთმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ 1000 მგ თუთის ექსტრაქტის მოხმარებამ 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამცირა სისხლში შაქრის დონე ჭამის შემდეგ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

მან ასევე გააუმჯობესა ჰემოგლობინის A1C დონე, ეს არის მარკერი, რომელიც გამოიყენება სისხლში შაქრის გრძელვადიანი რეგულაციის გასაზომად.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ თეთრი თუთის ფოთლებში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს პანკრეასის ბეტა უჯრედების ფუნქციის შენარჩუნებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინსულინის წარმოებაზე.