ქოლინი არის მაკროელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებისთვის, ესენია: ტვინის და ნერვულის სისტემის განვითარება, კუნთების მოძრაობა, ენერგიის გამომუშავება და ჯანსაღი მეტაბოლიზმის შენარჩუნება.
ქოლინი ძირითადად წარმოდგენილია ფოსფატიდიქოლინის სახით, ეს არის ნაერთი, რომელიც აყალიბებს ცხიმის სტრუქტურულ კომპონენტს და, შესაბამისად, გვხვდება ისეთ საკვებში, რომლებიც ბუნებრივად შეიცავს გარკვეულ ცხიმებს. ქოლინი მონაწილეობს ორგანიზმში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესში, რომელთაგან ზოგიერთს ორგანიზმი დღეში ასჯერ და მეტჯერაც ახორციელებს.
ქოლინი მიეკუთვნება წყალში ხსნადი ტიპის ნივთიერებებს, რაც თავის მხრივ მას აკავშირებს ისეთ ვიტამინებთან, როგორიცაა, ფოლიუმის მჟავა და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.
ქოლინი ხელს უწყობს მეთილაციის პროცესს, რომელიც გამოიყენება დნმ-ის შესაქმნელად, ნერვული სიგნალიზაციისთვის და დეტოქსიკაციისთვის.
ქოლინი მნიშვნელოვანია ძირითადი ნეიროტრანსმიტერის ფუნქციონირებისთვის, რომელსაც ეწოდება აცეტილქოლინი, რომელიც ანალოგიურად ეხმარება ნერვებს კომუნიკაციაში და ასრულებს სხვა ძირითად პროცესებს.
ქოლინი 1998 წელს დაემატა ეროვნული მეცნიერების აკადემიის (NAS) საჭირო საკვებ ნივთიერებების სიას და დღემდე მიმდინარეობს მისი შესწავლა.
ქოლინის ჯანმრთელობის სარგებელი
1. აყალიბებს დნმ-ს და უჯრედის სტრუქტურებს
ქოლინი ეხმარება ორგანიზმს ცხიმების ათვისებაში, რომლებიც გამოიყენება უჯრედული მემბრანებისა და სტრუქტურების შესაქმნელად. საკმარისი ქოლინის გარეშე, უჯრედებს არ შეუძლია სათანადო მუშაობა და სიგნალების გადაცემა.
ქოლინი საჭიროა დნმ-ის შესაქმნელად, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის მთელი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. ცნობილია, რომ ქოლინი და ფოლატი არის ძირითადი საკვები ნივთიერებები, რომლებიც მონაწილეობენ მეთილის ჯგუფის პროცესებში. ამ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს სხეული იყენებს გენეტიკური მასალის შესაქმნელად.
2. მხარს უჭერს ცენტრალურ ნერვულ სისტემას
ქოლინს ორგანიზმი იყენებს სხვადასხვა გზით, რაც გადამწყვეტი ფაქტორია ნერვული ფუნქციონირებისთვის, მათ შორის ნერვული სიგნალიზაციისა და ტვინის უჯრედების მემბრანების შენარჩუნებაში.
ქოლინი ასევე ეხმარება ნერვულ სისტემაში ქსოვილის ფორმირებას, რომელიც მონაწილეობს ტვინის განვითარებასა და ზრდაში. მას შეუძლია გააუმჯობესოს ნერვების სასიგნალო შესაძლებლობები, მხარი დაუჭიროს მათ სტრუქტურულ მთლიანობას და დაიცვას სასიცოცხლო ნეირონული მემბრანები.
ქოლინი მოქმედებს როგორც მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერების წინამორბედი, მათ შორის არის აცეტილქოლინი, რომელიც გამოიყენება ჯანსაღი ნერვებისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის.
ნეიროტრანსმიტერები არის კომუნიკაციის ქიმიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციის გადასაცემად სისტემიდან სისტემაში.
აცეტილქოლინი კონკრეტულად მონაწილეობს მეხსიერებასა და სწავლის პროცესში, ამიტომ არის, რომ ქოლინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ცუდი კონცენტრაცია, განწყობის ცვლილება და სხვა შემეცნებითი გაუარესება, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად.
აცეტილქოლინი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც აცეტატის მოლეკულა აერთიანებს ქოლინის მოლეკულას, ამიტომ ორგანიზმში საკმარისი ქოლინის გარეშე, ეს მოლეკულა სათანადოდ ვერ წარმოიქმნება, რის შედეგადაც ტვინის ფუნქციები ზარალდება.
3. ჯანსაღი ღვიძლი
ქოლინი საჭიროა ღვიძლიდან მთელ სხეულში ცხიმის სწორად გადასატანად. ამის გარდა, ქოლინი ხელს უწყობს ღვიძლის წმენდას, რადგან ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ღვიძლს.
ქოლინი მონაწილეობს როგორც ქოლესტერინის, ასევე ტრიგლიცერიდების, ტრანსპორტირებაში. ცხიმის ეს ორი ფორმა საჭიროებისამებრ გადააქვს ღვიძლიდან, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.
4.ვარჯიში და კუნთების ფუნქციონირება
ქოლინი ხელს უწყობს ენერგიის, ფოკუსირებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვისა და სპორტული მიზნებისთვის.
დადასტურებულია, რომ ქოლინის ზემოქმედება მეტაბოლიზმზე და ტვინში ნეიროტრანსმიტერებზე, ხელს უწყობს სწრაფირეაქციას და ამცირებს გონებრივი დამუშავებისთვის საჭირო დროს.
ქოლინი ასევე სასარგებლოა ენერგიის, განწყობის და ძილის ციკლის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ქოლინი გამოიყენება კუნთების ფუნქციონირებაში და სასარგებლოა ვარჯიშის შემდეგ დაღლილობისა და ტკივილის შესამცირებლად.
როდესაც კუნთი იწყებს მოძრაობას, სხეული ააქტიურებს აცეტილქოლინს, რომელიც აგზავნის ქიმიურ სიგნალებს, რის შემდეგაც კუნთი გაცილებით მობილური ხდება.
5.მხარს უჭერს ჯანსაღ ორსულობას
ორსულ ქალებს უფრო მეტი ქოლინი სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, რადგან ქოლინს აქტიურად იყენებს ნაყოფი, რათა ტვინი, უჯრედული სტრუქტურები და ნერვული არხები ჩამოყალიბდეს.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ნაყოფი იღებს მეტ ქოლინს, მას აქვს მეტი შანსი, რომ მოგვიანებით ჰქონდეს ჯანსაღი, მკვეთრი ტვინის ფუნქციონირება და პათოლოგიების დაბალი რისკი.
ქოლინი ასევე ბუნებრივად გვხვდება დედის რძეში, რადგან ის მნიშვნელოვანია ახალშობილის ზრდისა და სწორი განვითარებისთვის.
ნეირონების სინაფსები, ჩვილის ტვინში ძალიან სწრაფი ტემპით ყალიბდება, ამიტომ ქოლინი დიდ როლს თამაშობს ტვინის სტრუქტურის საფუძვლების ჩამოყალიბებაში.
ქოლინი ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის დროს ფოლატთან მისი ურთიერთობის გამო. ქოლინი, ფოლიუმის მჟავა და B ვიტამინები, ეს სამი ერთად, ხელს უწყობს ერთმანეთის დონის შენარჩუნებას.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქოლინი ითვლება მეთილის ერთ ერთ დონორად, რაც ნიშნავს, რომ, როდესაც ფოლიუმის მჟავა,(ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერება) დაბალია, ქოლინი ასრულებს იმ ფუნქციებს, რომელიც ფოლატს გააჩნია. ასეთი სახით, სხეული ვერ გრძნობს ფოლატის დეფიციტს.
როდესაც ბავშვები იზრდებიან, ქოლინი საჭიროა ტვინის ფუნქციის განვითარებაში, რადგან ის მთავარ როლს თამაშობს სწავლის, დამახსოვრების, ლოგიკური აზროვნების და კონცენტრაციის უნარებში. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ქოლინი, რათა ტვინში ჩამოყალიბდეს ნეიროტრანსმიტერების არხები. შემდგომში ეს მათ დაეხმარება ვერბალური, შემოქმედებითი და მათემატიკური უნარების, განვითარებაში.
ქოლინს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია აკისრია: იგი საჭიროა ნეირონებს შორის ტვინის ახალი კავშირების ფორმირებისთვის, რომელსაც სინაფსები ეწოდება. ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ტვინმა ინფორმაცია რეალურად აღიქვას და შემდგომ მისი, როგორც მოგონებების სტატუსით დამახსოვრება შეძლოს.(ქოლინის გარეშე მახსოვრობის უნარი არ გვექნებოდა)