რა არის შაკიკი და რომელი საკვებდანამატები დაგეხმარებათ მასთან საბრძოლველად?

შაკიკი არის ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც იწვევს პულსირებულ თავის ტკივილს. შაკიკის თავის ტკივილის ფაზა ჩვეულებრივ გრძელდება მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს თავის ტკივილი უარესდება:

შაკიკის რამდენიმე სახეობა არსებობს. ყველაზე გავრცელებული კატეგორიებია:

შაკიკი აურათი (კლასიკური შაკიკი).

შაკიკი აურის გარეშე (ჩვეულებრივი შაკიკი).

რატომ უნდა მივიღოთ საკვებდანამატები შაკიკის სამკურნალოდ?

შაკიკის სამკურნალოდ შეგიძლიათ მიიღოთ ზოგიერთი საკვებდანამატი პრეპარატებთან ერთადაც კი. კვლევები აჩვენებს, რომ ეს უფრო მეტად ეხმარება შაკიკს, ვიდრე მხოლოდ პრეპარატების მიღება. სრული სარგებელის მისაღებად საჭიროა სამ თვემდე გამოყენება.

რიბოფლავინი (ვიტამინი B2)

რიბოფლავინს ასევე უწოდებენ ვიტამინ B2-ს. იგი ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ენერგიის მარაგი, რომელსაც იყენებს ტვინი. ამ ენერგომომარაგების შეფერხება შესაძლოა დაკავშირებული იყოს შაკიკთან.

რიბოფლავინის მაღალი დოზების (400 მგ დღეში) მიღება სამი თვის განმავლობაში დამხმარეა შაკიკის შეტევების თავიდან ასაცილებლად.

მაგნიუმი

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციების მართვაში. ეს აუცილებელია იმისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ნერვული სისტემა სწორად მუშაობს. მაგნიუმის საკვებდანამატები ამცირებს შაკიკის შეტევების სიხშირეს და სიმძიმეს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მაგნიუმს შესწევს იმის ძალაც, რომ ხელი შეუწყოს იმ მედიკამენტების უკეთ მუშაობას, რომელიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ.

მაგნიუმის დანამატების რამდენიმე განსხვავებული ფორმა არსებობს.

მაგნიუმის ოქსიდი

მაგნიუმის ციტრატი

მაგნიუმის გლიცინატი

მაგნიუმის ჰიდროქსიდი.

ქოენზიმი (Q10)

კო-ფერმენტი იგივე Q10 არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ის ეხმარება სხეულის უჯრედებს ენერგიის გამომუშავებაში, რომელსაც შემდგომ ტვინთან ერთად კუნთებიც იყენებს. კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ კო-ფერმენტი Q10 ეხმარება შაკიკის შეტევების სიხშირის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის შემცირებას.

კოენზიმ Q10-ის დოზა, რომელიც ხელს უწყობს შაკიკის მართვას, მოიცავს მინიმუმ 100 მგ დღეში. თუმცა ზოგჯერ რეკომენდებულია უფრო მაღალი დოზები.

რა უნდა გაითვალისწინოთ შაკიკის სამკურნალო დანამატების მიღებამდე?

ზოგადად შაკიკის დროს საკვებდანამატების გამოსაყენებლად თქვენ არ გჭირდებათ ექიმის დანიშნულება. თუმცა, თუ იყენებთ გარკვეული სახის მედიკამენტებს მნიშვნელოვანია ექიმთან, ფარმაცევტთან ან სპეციალისტთან კონსულტაცია.  მათ ასევე შეუძლიათ შეამოწმონ, არის თუ არა რაიმე სახის ურთიერთქმედების რისკი.

მნიშვნელოვანია საკვებდანამატები შეიძინოთ სანდრო რეპუტაციის მქონე კოპმანიდან. დარწმუნდით, პროდუქტის ხარისხში, მით უმეტეს როდესაც იგი გსურთ შაკიკის სამკურნალოდ.