რა არის ანტიოქსიდანტები?

ანტიოქსიდანტური მოქმედების ვიზუალურად ნახვა ადამიანის თვალითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, როდესაც ვაშლს მიირთმევთ დააკვირდით, თუ თქვენ დროებით შეწყვეტთ მის ჭამას, რამდენიმე წუთის შემდეგ ვაშლი დაიწყებს ფერის შეცვლას. ეს გამოწვეულია თავისუფალი რადიკალების დაზიანების გამო. მაგრამ იგივე სიტუაციაში თუ ვაშლს ცოტაოდენ ლიმნის წვენს მოასხამთ, ვაშლი აღარ შეიცვლის ფერს. ეს იმიტომ, რომ ლიმნის წვენის ანტიოქსიდანტები იცავს ვაშლს დაზიანებისგან.

ამ მაგალითის მსგავსად, დაახლოებით იგივე პროცესები მიმდინარეობს ადამიანის სხეულში. რაც უფრო მეტი ანტიოქსიდანტია მიღებული, მით უფრო დაცულია ორგანიზმი თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან.

თავისუფალმა რადიკალებმა შეიძლება მრავალი რამ მოახდინოს უჯრედებში, დაწყებული მათი მუტაციიდან, დამთავრებული უჯრედის დაზიანებამდე. მსგავსი დარღვევა კი უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. თავისუფალი რადიკალები ასევე წარმოიქმნება სიგარეტის კვამლის, ჰაერის დაბინძურების და მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.

თავისუფალი რადიკალების დაზიანებამ შეიძლება შეცვალოს დნმ-ის ჯაჭვში კოდირებული ინსტრუქციები. მას შეუძლია გაზარდოს მოცირკულირე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL, რომელსაც ხშირად უწოდებენ ცუდ ქოლესტერინს) არტერიის კედელში მოხვედრის ალბათობა. თავისუფალი რადიკალების გადაჭარბებული ქრონიკული რაოდენობა ორგანიზმში იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება ოქსიდაციური სტრესი, რამაც შეიძლება დააზიანოს უჯრედები და გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებები

ამ სტატიაში დეტალურად იქნება აღწერილი ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ანტიოქსიდანტების შესახებ.

რა არის ანტიოქსიდანტები?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვართ დაუცველები თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ. ადამიანის სხეული, მიჩვეულია მათ შემოტევას და მის შესაჩერებლად აწარმოებს ბევრ მოლეკულას, რომლებიც ანადგურებს მათ ისევე, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს.

ანტიოქსიდანტები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ უჯრედებისა და ბიომოლეკულების ჟანგვის სიჩქარეს. ოქსიდაცია არის ის პროცესი, რა დროსაც ორგანიზმში არსებული ელექტრონები მონაწილეობას იღებენ ქიმიურ რეაქციებში, რაც ჯამში იწვევს უჯრედის „ჟანგვას“.თავისუფალი რადიკალები ასე ვთქვათ უჯრედების დაზიანებისას მთავარი დამნაშავეა.

ამიტომ სხეულს მუდმივად ესაჭიროება ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები ,ან  საკვებდანამატები, რაც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების დაზიანების თავიდან აცილებას. საკვებში შემავალი ანტიოქსიდანტები უხვად აძლევენ ელექტრონებს თავისუფალ რადიკალებს, რომლის შედეგადაც მიმდინარეობს დნმ-ის და უჯრედების დაცვა.

დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები გვხვდება საკვებ დანამატებში, რომლებიც გამოიყენება კიბოსა და გულის დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოველდღიურ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ხოლო ჯანსაღ კვებას შეუძლია ათასობით სხვადასხვა ანტიოქსიდანტის გამომუშავება.

რა არის ანტიოქსიდანტების დანიშნულება?

ანტიოქსიდანტების საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა 1990-იან წლებში, როდესაც მეცნიერებმა დაიწყეს იმის გაგება, რომ თავისუფალი რადიკალების დაზიანება ბევრი პრობლემის გამომწვევი მიზეზი იყო. ის ასევე დაკავშირებულია კიბოსთან, მხედველობის დაკარგვასთან და სხვა ქრონიკულ მდგომარეობასთან.

ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ანტიოქსიდანტებს შეუძლია შეანელო, თავიდან აიცილო და გარკვეული დაავადებები, რომლებიც წარმოიქმნება დაზიანებული უჯრედების გამო.

უახლესი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ანტიოქსიდანტები არის ბუნებრივი გზა დაბერების პროცესის შესანელებლად. რათქმაუნდა ამ პრობლემას სრულად ვერ აღმოფხვრის ანტიოქსიდანტები, თუმცა ყოველდღიურად ჯანსაღი საკვებიდან მათი მიღება საკმაოდ ანელებს უჯრედის დაბერების პროცესს.

აზიანებს ვარჯიში თავისუფალ რადიკალებს?

ნაწილობრივ სწორია, რომ ვარჯიშის დროს ზიანდება თავისუფალი რადიკალები. თუმცა, დადებითი მხარეები მნიშვნელოვნად აჭარბებს უარყოფითს. ვარჯიშის დროს, იზრდება ჟანგბადის მოხმარება, შედეგად, ეს იწვევს  თავისუფალი რადიკალების მატებას, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს და იწვევენ კუნთების დაღლილობას. სხეული იყენებს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გვხვდება ორგანიზმში, რათა შეამცირონ თავისუფალი რადიკალების დაზიანება.

მტკიცებულებების შედეგად, დადებითი მხარე ის არის, რომ ვარჯიში აძლიერებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ თავდაცვის სისტემას. სწორედ ამიტომ არის, რომ სხვადასხვა დაავადებები და სუსტი იმუნიტეტი, რომლებიც დაკავშირებულია ოქსიდაციურ სტრესთან, უფრო დაბალია იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ვარჯიშობენ.

ანტიოქსიდანტით მდიდარი საკვებდანამატები

ანტიოქსიდანტებით განსაკუთრებით მდიდარი საკვებდამატებია:  ვიტამინი E, ვიტამინი A და კოენზიმი Q10, რომლებიც იცავს ლიპიდურ გარსებს, ხოლო ვიტამინი C, იცავს სხეულს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც გვხვდება წყალზე დაფუძნებულ ციტოპლაზმაში. ეს არის უჯრედების შიგნით აღმოჩენილი ნივთიერება, რომელიც მოიცავს ციტოპლაზმურ მატრიქსს ან ციტოზოლს და ქვეუჯრედულ განყოფილებებს. ციტოზოლი შეადგენს უჯრედის მთლიანი მოცულობის ნახევარზე მეტს (დაახლოებით 55%) და წარმოადგენს ადგილს, სადაც ხდება ცილების სინთეზი და დეგრადაცია, რაც უზრუნველყოფს ადეკვატურ გარემოს საჭირო მეტაბოლური რეაქციების წარმოქმნისთვის. (C ვიტამინი ციტოპლაზმის მონაწილეა.)

 

თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური ქიმიური ქცევა და ბიოლოგიური თვისებები. მართალია ყველა მათგანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, თუმცა ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია, სადაც თითოეული ნივთიერება (ან ნივთიერებათა ოჯახი) ინდივიდუალურ როლს თამაშობს.

საკვები, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, ის ადამიანები, რომლებიც ანტიოქსიდანტებით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულს იშვიათად მოიხმარდნენ, ქრონიკული დაავადების განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც სტაბილურად მიირთმევდნენ ხილსა და ბოსტნეულს.

ანტიოქსიდანტების მთავარი წყარო საკვებია, განსაკუთრებით კი ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, პარკოსნები და თხილი.

 ხილიდან: მოცვი, ჟოლო და მაყვალი, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს.

ბოსტნეულიდან: ისპანახი და წიწაკა ანტიოქსიდანტების შესანიშნავი მცენარეული წყაროა.

მარცვლეულიდან:ქერი, სიმინდი და ფეტვი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები გხვდება კაკაოს პროდუქტებში, როგორიცაა შავი და რძიანი შოკოლადი.

მათთვის, ვისაც სურს ანტიოქსიდანტები თხევადი სახით მიიღოს, საუკეთესო წყაროა: ყავა, წითელი ღვინო, შავი და მწვანე ჩაი.

თხილეულიდან დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები შედის ნუშში, პეკანში და ფისტაში.