Vitamin Power - Protein 100% whey concentrate არის უმაღლესი ხარისხის შრატის კონცენტრატის პროტეინი, რომლის მიღებაც რეკომენდირებულია იმ სპორტსმენებისთვის, ვისაც სურს მშრალი წონისა და კუნთოვანი ქსოვილის გაზრდა. მისი ყოველი პორცია შეიცავს 31 გრამ ცილასა და ამინომჟავების თითქმის სრულ პროფილს, მათ შორის 9 გრამ BCAA-სა და 6.7 გრამ გლუტამინს.
მაშინ როდესაც ვარჯიშის შემდეგ გლიკოგენის მარაგი ამოწურულია, ცილებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირწყლების მიღებასაც, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს დახარჯული ენერგიის აღდგენა და ორგანიზმის ანაბოლურ მდგომარეობაში გადაყვანა. სწორედ ამ მიზნით, ინსულინის სიგნალის გასაძლიერებლად და მშრალი კუნთოვანი ქსოვილის დაჩქარებული ზრდისათვის, პროდუქტს დამატებული აქვს 10 გრამამდე სწრაფი ნახშირწყალი. ამიტომ მისი მიღება იდეალურია ვარჯიშის შემდეგ ან დილით უზმოზე.
Vitamin Power - Protein 100% whey concentrate მონაწილეობს ცილის სინთეზში და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს. მდიდარი შემადგენლობის საშუალებით ააქტიურებს ანაბოლურ ეფექტს და ხელს უწყობს მშრალი კუნთისა და ძალის მატებას.
Vitamin Power - Protein 100% whey concentrate - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის 100% შრატის ცილა
– ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– მატებს ძალას, ენერგიას და გამძლეობას
– უზრუნველყოფს სრულფასოვან აღდგენას
– გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით
– თითოეულ პორციაზე შეიცავს 31 გრამ მაღალი ხარისხის ცილას
– პორციაზე შეიცავს 9 გრამ BCAA-ს და 6.7 გრამ გლუტამინს
– დამატებული აქვს 10 გრამამდე სწრაფი ნახშირწყალი
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200-300 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ ვარჯშის შემდეგ, დილით უზმოზე ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.