კრეატინი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ იმისათვის, რომ უზრუნველყოს კუნთები ენერგიით. კრეატინის გამომუშავება ხდება ღვიძლში, პანკრეასში და თირკმელებში, შემდეგ ტრანსპორტირდება სისხლძარღვებში და სხეულის კუნთებში, სადაც გარდაიქმნება ფოსფოკრეატინად. ეს მაღალსიჩქარიანი მეტაბოლიტი შემდგომში გამოიყენება კუნთების რეგენერციისთვის, რაც კუნთების ენერგიის წყაროა.
კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
REAL TCM - (Tri-Creatine Malate) - არის ტრი-კრეატინ მალატის სახეობის კრეატინი.
მალატი არის მჟავა, რომელიც მონაწილეობს აერობული ენერგის წარმოქმნაში. ტრი-კრეატინი ნიშნავს კრეატინის 3 მოლეკულას, რომელიც დაწყვილებულია მალატის 1 მოლეკულასთან. კრეტაინის ეს ფორმა გამოირჩევა წყალში კარგი ხსნადობით და ორგანიზმის მიერ მაღალი ათვისებადობით. სპორტული შედეგის მხრივ, მისი ეფექტურობა დამტკიცებულია კვლევებით და მიჩნეულია ერთ-ერთ გამორჩეულ ფორმად კრეატინებში.
REAL TCM - ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის გამძლეობას
– მატებს ძალას და ენერგიას
– მატებს წონას და კუნთოვან მასას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– ასტიმულირებს ცილის სინთეზს
– აძლიერებს ATP-ს რესინთეზს
– ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას
– არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყალსა და შაქარს
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 5გ) 200-300 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 30-60 წთ ადრე და ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ 1 პორცია დღის მანძილზე. კრეატინის გამოყენების პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი (მინიმუმ 3 ლიტრი დღეში).
რეკომენდაცია:
კრეატინისგან მაქსიმალური და სწრაფი შედეგის მისაღებად, გამოიყენეთ ის ნახშირწყლებთან ან პროტეინთან ერთად კომბინაციაში. რაც კიდევ უფრო დააჩქარებს კუნთის ზრდას.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.