Evlution Nutrition - Eaa 7000 + Electrolytes – არის უმაღლესი ხარისხის 9 შეუცვლელი ამინომჟავის სრულყოფილი ფორმულა, რომელიც შეიცავს 7 გრამ EAA-ს ერთ პორციაზე, საიდანაც 5 გრამი აირს BCAA. ეს ამინომჟავები კუნთების სამშენებლო ბლოკებია, ამიტომ მათი მიღება აუცილებელია კუნთის ზრდისა და რეგენერაციისთვის.
ცილისგან განსხვავბეით, ეს პროდუქტი ამინომჟავების თავისუფალ ფორმას წარმოადგენს, ამიტომ მის ათვისებას ორგანიზმი მიღებისთანავე მომენტალურად იწყებს. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ამ პროდუქტის გამოყენება როგორც ვარჯიშის დასრულებისთანავე, სწრაფი აღდგენისთვის, ასევე უშუალოდ ვარჯიშის დროს, ენერგიის და კუნთოვანი ქსოვილის რესურსის გახანგრძლივებვისთვის.
Evlution Nutrition - Eaa 7000 + Electrolytes დაგეხმარებათ აზოტის დადებითი ბალანსის შექმნასა და შენარჩუნებაში, რაც გადამწყვეტი ფაქტორია ახალი კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებისთვის. მისი გამოყენება ასევე უმნიშვნელოვანესია კარდიო ვარჯიშის მოყვარულთათვისაც, რათა დაიცვათ კუნთები კატაბოლიზმისაგან.
პროდუქტს ასევე დამატებული აქვს 670 მგ ელექტროლიტების კომპლექსი:
Magnesium (მაგნიუმი) - ჩართულია ორგანიზმში ასობით ბიოქიმიურ რეაქციაში .ხელს უწყობს კუნთებისა და ნერვების ფუნქციონირებასა და ენერგიის მეტაბოლიზმს.
Sodium (ნატრიუმი) - მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში უჯრედების გარეთ არსებული სითხეების რეგულირებაში. ინტენსიური ვარჯიშის დროს, ნატრიუმი იხარჯება ყველაზე მაღალი რაოდენობით და თუ ბალანსს არ აღადგენთ ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების კრუნჩხვები და მოქნილობის დაკარგვა.
Potassium (კალიუმი) - მნიშვნელოვნად აძლიერებს ინტენსიური ვარჯიშის შესრულების უნარს. კალიუმს (ნატრიუმთან ერთად) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კუნთების კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად, ხოლო ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმს ეხმარება გლიკოგენის დონის აღდგენაში.
Chloride (ქლორიდი) - ხელს უწყობს კუნთების ელასტიურობასა და მოძრაობას და არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტროლიტი სისხლში. არეგულირებს სითხის რაოდენობას თქვენი უჯრედების შიგნით და გარეთ.
Calcium (კალციუმი)-ხელს უწყობს ძვლისა და კბილების ჯანმრთელობას და გაძლიერებას , ასევე ეხმარება გულს და ნერვებს სწორ ფუნქციონერებაში.
Phosphorus (ფოსფორი)-ორგანიზმს ეხმარება ATP-ის წარმოქმნაში, რომელიც სხეული ენერგიად გარდაიქმნება. ის ასევე ხელს უწყობს ქსოვილებისა და უჯრედების ზრდას და აღდგენას.
Evlution Nutrition - Eaa 7000 + Electrolytes - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მატებს ძალას და გამძლეობას
- აღადგენს დახარჯულ ენერგიას
- ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას
- დადებითად მოქმედებს კუნთის ფორმირებაზე
- არის ძლიერი ანტიკატაბოლიკი
- ამცირებს კუნთის ტკივილს ვარჯიშის დროს და შემდგომ პერიოდში
- იცავს კუნთებს სპაზმისა და დაჭიმულობისაგან
- ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას
- 7 გრ ამინო ერთ პორციაზე
- შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას (EAA)
- დამზადებულია ამერიკაში
დამზადებულია GMP- ის მკაცრი ხარისხის კონტროლის ქვეშ.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ 2 კოვზი (12.3 გრ) ვარჯიშის დროს ან შემდეგ. გახსენით 250-500 მლ ცივ წყალში
გაფრთხილება
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.