Vitamin Power - Creatine Max Energy - შექმნილია მაქსიმალური ფიზიკური ძალისა და გამძლეობის გასახანგრძლივებლად. იგი უზრუნველყოფს კუნთის ენერგიის (ATP) ზრდას, რაც საშუალებას გაძლევთ ივარჯიშოთ უფრო ინტენსიურად და ხანგრძლივად.
კრეატინი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ იმისათვის, რომ უზრუნველყოს კუნთები ენერგიით. კრეატინის გამომუშავება ხდება ღვიძლში, პანკრეასში და თირკმელებში, შემდეგ ტრანსპორტირდება სისხლძარღვებში და სხეულის კუნთებში, სადაც გარდაიქმნება ფოსფოკრეატინად. ეს მაღალსიჩქარიანი მეტაბოლიტი შემდგომში გამოიყენება კუნთების რეგენერციისთვის, რაც კუნთების ენერგიის წყაროა.
კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
Creatine Max Energy შეიცავს კრეატინს, ტაურინს, ბეტა-ალანინს, გუარანასა და ვიტამინების კომპლექსს (B3, C, B6). თითოეული ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს ენერგიის მატებას, კუნთოვანი მასის ზრდას, აფეთქებითი ძალისა და ათლეტური მაჩვენებლების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, პროდუქტი ეხმარება ორგანიზმს მძიმე დატვირთვის შემდეგ აღდგენის პროცესის დაჩქარებაში. თუ თქვენ ეძებთ ეფექტურ დანამატს ძალისა და ენერგიის მოსამატებლად, Creatine Max Energy იდეალური არჩევანია.
ტაურინი არის ორგანული მჟავა, რომელიც გვხვდება კუნთებში, გულში, ტვინში და თვალებში. ეს არ არის ამინომჟავა მისი ქიმიური სტრუქტურით, თუმცა, ხშირად მოიხსენიება ამინომჟავად, რადგან მისი მოქმედება ორგანიზმში მსგავსია სხვა ამინომჟავებისა.ტაურინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციაში და კალციუმის ბალანსის მართვაში. ამდენად, ის ხელს უწყობს ენერგიის ეფექტურ გამოყენებას.
ბეტა-ალანინი - არის ბუნებრივი ამინომჟავა, რომელიც მონაწილეობს კარნოზინის წარმოქმნაში. კარნოზინი კუნთებში მოქმედებს როგორც ბუფერი, რომელიც ამცირებს მჟავიანობას ინტენსიური დატვირთვისას, რითაც აჭიანურებს კუნთების გადაღლას.
გუარანა კოფეინის კარგი წყაროა და ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. იგი შესანიშნავი ალტერნატივაა იმ ადამიანებისათვის, ვინ ყავის მიღებას თავს არიდებს.
გუარანა ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ამგვარად ზრიდს ენერგიასა და გონებრივ კონცენტრაციას.
ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- 100% სუფთა მიკრონიზებული კრეატინ მონოჰიდრატი
- თითო პორციაში 7გ კრეატინი
- ზრდის ძალასა და ფეთქებად ენერგიას
- აუმჯობესებს სპორტულ წარმადობას
- ხელს უწყობს ATP-ის მარაგის სწრაფ აღდგენას
- აჩქარებს კუნთების აღდგენას ვარჯიშის შემდეგ
- არ შეიცავს არომატიზატორებს, შაქარსა და შემავსებლებს
- მარტივად ერევა ნებისმიერ სასმელში
- 45 პორცია ერთ შეფუთვაში
- შეიცავს ძლიერი აქტიური ინგრედიენტების კომპლექსს (კრეატინი, ტაურინი, ბეტა-ალანინი, გუარანა)
მიღების წესი და დოზირება: გახსენით 1 პორცია (10,2 გ) 300 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ ან შემდეგ. არაარასავარჯიშო დღეებში მიიღეთ დილით, უზმოზე. კრეატინის გამოყენების პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი (მინიმუმ 3 ლიტრი დღეში).
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისა და ორსულებისთვის. შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას (15-25°C), მოარიდეთ მზის სივებს და არ შეინახოთ მაცივარში.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.