გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბევრ ასპექტზე გააჩნია გავლენა და წარმოადგენს ცილის სამშენებლო ბლოკს. ვარჯიშის პირობებში, იგი გვეხმარება აღდგენაში და ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში. ამას გარდა, L-გლუტამინი მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს ძლიერ იმუნურ სისტემას.
გლუტამინი წარმოადგენს კუნთებში არსებული ამინომჟავების 60%-ს და ორგანიზმში მთლიანად არსებული ამინომჟავების 20%-ზე მეტს.
კვლევებმა დაადასტურა გლუტამინის დადებითი ეფექტი კანის უჯრედული ქსოვილის აღდგენაშიც. ამიტომ მედიცინაში მას აქტიურად უნიშნავენ დამწვრობის მქონე პაციენტებს.
Vitamin Power - Glutamine Night Recovery შექმნილია ძილის დროს კუნთების მაქსიმალური აღდგენისთვის. იგი უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილის დაცვას დაშლისგან (კატაბოლიზმისგან) და აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს მძიმე ვარჯიშის შემდეგ. მისი მიღება ძილის წინ უზრუნველყოფს ორგანიზმის სრულფასოვან დასვენებას, ამცირებს კუნთების ტკივილს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
Vitamin Power - Glutamine Night Recovery-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მხარს უჭერს კუნთების აღდგენას
- უზრუნველყოფს მაქსიმალურ წარმადობას
- ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
- მონაწილოებს ცილის სინთეზში
- ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
- მატებს ენერგიას და გამძლეობას
- მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობაში
- უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
- ეხმარება კანის ქსოვილს დამწვრობის შემდეგ სწრაფ აღდგენაში
- აქვს უგემრიელესი ანანასისა და მარწყვის არომატი
მიღების წესი და დოზირება: გახსენით 1 პორცია (9,5 გ) 200-400 მლ წყალში. რეკომენდებულია მიღება ძილის წინ.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ, თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისა და ორსულებისთვის. შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას (15-25°C), მოარიდეთ მზის სხივებს და არ შეინახოთ მაცივარში.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.