Olimp Nutrition - Creatine Monohydrate Xplode 500 გ არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი კრეატინის მონოჰიდრატი. ეს არის თანამედროვე ფორმულა, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის, ულტრაწვრილად დაფქულ კრეატინის მონოჰიდრატს და ინოვაციურ D-B6 სისტემას, რომელიც შექმნილია კრეატინის ეფექტური ათვისებისა და ორგანიზმის კრეატინით სწრაფად მომარაგებისთვის.
კრეატინის მონოჰიდრატი სპორტულ კვებაში ე,რთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ინგრედიენტია. Olimp-ის სპეციალისტებმა მისი ფორმულა D-B6 სისტემით გააუმჯობესეს. სისტემის აქტიური კომპონენტები შერჩეულია ისე, რომ ხელი შეუწყოს კრეატინის ეფექტურ შეწოვას და კუნთის უჯრედებამდე მისვლას. ასევე იქმნება ოპტიმალური პირობები ATP-ის სინთეზისთვის, რომელიც კუნთების ენერგიით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
Creatine Monohydrate Xplode არ საჭიროებს ტკბილ წვენთან ან სხვა ე.წ. „ტრანსპორტირების სისტემასთან“ ერთად მიღებას. პროდუქტის ერთი პორცია შეიცავს 3400 მგ კრეატინის მონოჰიდრატს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ყოველდღიური კრეატინის მოთხოვნის ეფექტურ მხარდაჭერას.
პორციის ზომა: 3.75 გ
შემადგენლობა ერთ პორციაში:
- კრეატინის მონოჰიდრატი — 3400 მგ
- ვიტამინი B6 — 0.48 მგ (34%*)
- ვიტამინი D — 3.4 მკგ (68%*)
- ნატრიუმი — 14.3 მგ
მიღების რეკომენდაცია:
მიიღეთ 1 პორცია დღეში ვარჯიშამდე ან უვარჯიშო დღეებში დღის ანალოგიურ დროს.
გაფრთიხლება: არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის. არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში. საკვები დანამატი გამოიყენეთ დაბალანსებულ კვებასა და სავარჯიშო პროგრამასთან ერთად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.