ProSupps Glutamine შეიცავს 5 გრამ 100% სუფთა გლუტამინს პორციაზე. ეს არის ამინომჟავა რომელიც მონაწილეობს ცილის მშენებლობის ყველა პროცესში. გლუტამინის რაოდენობა ორგანიზმში საკმაოდ მაღალია, შესაბამისად მაღალი დატვირთვების დროს ამ ბალანსის შენარჩუნება და ორგანიზმის გლუტამინით მომარაგება აუცილებელია. ის ასევე ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გაძლიერებულ გამოყოფას რაც კუნთის ზრდის და აღდგენის წინაპირობაა.
Glutamine – ის მიღება ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილების აღდგენას ამიტომაც მისი გამოყენება ვარჯიშის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია.ის ასევე დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმს იმუნური სისტემის გაძლიერებაზე და მონაწილეობას ღებულობს რეგენერაციის პროცესებში.
ProSupps Glutamine –ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- შეიცავს 5გრამ L-Glutamine-ს პორციაზე;
- იცავს კუნთს დაზიანებისგან;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- აჩქარებებს კუნთის აღდგენას;
- დამზადებულია ამერიკაში;
- ხელს უწყობს მშრალი კუნთის ზრდას;
- არ აქვს დამატკბობელი;
- აქვს GMP-ის ხარისხი;
მიღების წესი და დოზირება:
1 სერვინგი (5 გრამი) გახსენით 150-250 მლ ცივ წყალში ან წვენში და მიიღეთ დღეში 1-2 ჯერ ვარჯიშის შემდეგ და ძილის წინ.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.