Ronnie Coleman Signature Series არის ცნობილი ბოდიბილდერის, 8X Mr. Olympia - Ronnie Coleman-ის მიერ შექმნილი ბრენდი. პროდუქტების ფორმულები და დოზირებები შერჩეული და შემუშავებულია უშუალოდ რონისა და მისი გუნდის ჩარევით, სპეციალურად სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით, ამიტომ ბრენდს ახასიათებს მაღალი ხარისხი და მაქსიმალური ეფექტურობა.
გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბევრ ასპექტზე გააჩნია გავლენა და წარმოადგენს ცილის სამშენებლო ბლოკს. ვარჯიშის პირობებში, იგი გვეხმარება აღდგენაში და ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში. ამას გარდა, L-გლუტამინი მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს ძლიერ იმუნურ სისტემას.
გლუტამინი წარმოადგენს კუნთებში არსებული ამინომჟავების 60%-ს და ორგანიზმში მთლიანად არსებული ამინომჟავების 20%-ზე მეტს.
კვლევებმა დაადასტურა გლუტამინის დადებითი ეფექტი კანის უჯრედული ქსოვილის აღდგენაშიც. ამიტომ მედიცინაში მას აქტიურად უნიშნავენ დამწვრობის მქონე პაციენტებს.
სპორტსმენებისთვის გლუტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ენერგიის აღდგენაში და ზრდის მის შესაძლებლობებს. ძილის წინ მისი მიღება ასტიმულირებს ორი უმთავრესი ჰორმონის, ზრდის ჰორმონისა და მელატონინის გამოყოფას. მელატონინი გვეხმარება ღრმა ძილში, ხოლო ზრდის ჰორმონი კუნთოვანი ქსოვილის ზრდაში. მოზარდებში ზრდის ჰორმონი პასუხისმეგებელია როგორც კუნთოვანი, ასევე ძვლოვანი სისტემბის ზრდაზე.
Ronnie Coleman - Glutamine XS - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აჩქარებს კუნთის აღდგენას
– ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
– მონაწილოებს ცილის სინთეზში
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობაში
– უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– ეხმარება კანის ქსოვილს დამწვრობის შემდეგ სწრაფ აღდგენაში
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 5გ) 150-200 მლ წყალში და მიიღეთ 1-2-ჯერ დღეში. დილით უზმოზე, ვარჯიშის მერე ან ძილის წინ.
რეკომენდაცია:
იდეალურია კრეატინთან, BCAA-სა და სხვა ამინომჟავების კომპლექსებთან ერთად კომბინაციაში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.