Olimp Nutrition – Gold Omega 3 არის ომეგა 3 საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ოკეანის თევზის ქონს, ცხიმოვანი მჟავების 65%-იანი შემცველობით.
პროდუქტის მიღება რეკომენდირებულია, როგორც პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის, ასევე უბრალოდ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანებისათვის.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. ისინი არიან აუცილებელი უჯერი ცხიმოვანი მჟავები (EUFA), რომელთა სისტემატიური მიღებაც რეკომენდირებულია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის. მრავალი კლინიკური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ომეგა -3 მჟავების მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის სწორად მუშაობას და მთავარი ორგანოების ჯანმრთელობას.
Olimp Nutrition – Gold Omega 3-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის სტანდარტულ ომეგა 3-ზე ორჯერ ძლიერი
– შეიცავს ცხიმოვან მჟავებს მაღალი კონცენტრაციით (EPA – 33%, DHA – 22%)
– ხელს უწყობს გულის გამართულ ფუნქციონირებას
– ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების სათანადო დონის შენარჩუნებას
– არეგულირებს არტერიულ წნევას
– არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
– მონაწილეობს ტვინის გამართულ ფუნქციონირებაში
– აძლიერებს მხედველობასა და თვალის ჯანმრთელობას
– აქვს დამატებული ძლიერი ანტიოქსიდანტი – ვიტამინი E
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.