არა შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს (Non-GMO)
არის გლუტენისგან თავისუფალი (gluten free)
არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს (zero artificial sweeteners)
Nature's Truth - Potassium & Magnesium Citrate Gummies არის დანამატი, რომელიც შეიცავს ორ მნიშვნელოვან მინერალს: კალიუმს და მაგნიუმს ციტრატის ფორმით. ორივე მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, ეხმარება ორგანიზმს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებაში, კუნთების და ნერვული სისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალიზაციაში. ეს დანამატი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ფიზიკურად აქტიურია ან განიცდის კუნთების სპაზმებს, ასევე მათთვის, ვისაც სჭირდება გულისა და არტერიული წნევის რეგულაცია.
კალიუმი არის აუცილებელი ელექტროლიტი, რომელიც ორგანიზმში ახდენს ბალანსს სითხეებს შორის, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვაში, ნერვული იმპულსების გადაცემასა და გულის რიტმის შენარჩუნებაში. იგი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რადგან მას შეუძლია ნატრიუმის (მარილის) ბალანსის რეგულაცია.
მაგნიუმი არის მინერალი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია კუნთების და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. ის მონაწილეობს 300-ზე მეტ ბიოქიმიურ პროცესში ორგანიზმში, რაც უზრუნველყოფს ენერგიის წარმოებას. მაგნიუმი განსაკუთრებით ეფექტურია კუნთების მოდუნებაში და სპაზმების თავიდან აცილებაში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. იგი აუცილებელია ძვლების სიმტკიცის და გულის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის.
Nature's Truth - Potassium & Magnesium Citrate Gummies - წარმოდგენუილია საღეჭი აბების სახით, მარწყვისა და ატმის უგემრიელესი ნატურალური არომატით.
Nature's Truth - Potassium & Magnesium Citrate Gummies - სარგებელი:
– აძლიერებს კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას
– აწესრიგებს ნერვულ სისტემას
– გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა და სწრაფი შეწოვა
– ხსნის სპაზმს კუნთებში
– ამცირებს დაღლილობას
– ხსნის გაღიზიანებას
– აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას
– აძლიერებს ძვლებს და კბილებს
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ დღეში 1 პორცია (3 აბი) საკვების მიღების შემდეგ
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.