Golden Kings – ხორბლის ჩანასახის ზეთი არის არარაფინირებული და არადეზოდორირებული ექსტრა ვირჯინი, რომელიც დამზადებულია მექანიკურად, ცივი დაწნეხვის მეთოდით. ეს უგემრიელესი ზეთი მზადდება ვიტამინების შემანარჩუნებელი სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, ხორბლის მარცვლისაგან.
ზეთის დამუშავების პროცესში არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია, ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები ინახება “ცოცხლად” და ბუნებრივად. ამ გზით დამზადებული ზეთები ყველაზე ფასეულია კვების და სამკურნალო თვისებების თვალსაზრისით, ისინი ინარჩუნებენ ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტს და ვიტამინს, რომლებსაც შესანიშნავად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი.
ხორბლის ზეთი მდიდარია მაღალ კონცენტრირებული ვიტამინებითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. იგი შეიცავს შეუცვლელ და ადამიანის ორგანიზმში არასინთეზირებად ამინომჟავებს: ტრიპტოფანს, მეთიონინს, ლეიცისნ, ვალინს, იზოლეიცინს (bcaa) და სხვა. ზეთი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ცხიმში ხსნადი ვიტამინებით: E, A, D, B1, B2, B3, B5, B6, B9, P, F და PP. გარდა ამისა, იგი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო თვისების მქონე ნივთიერება – ალონინს, ძლიერ ანტიოქსიდანტ – სქუალენს, ოსტაქოზანოლს და 20-მდე სხვადასხვა მიკრო და მაკრო ელემენტს: კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მანგანუმი, თუთია, სელენიუმი, რკინა, იოდინი და სხვა. სქუალენი არის ნატურალური ანტიოქსიდანტი, რომელსაც გააჩნია ძლიერი იმულოსტიმულანტური, ჭრილობის შემხორცებელი, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, ხორბლის მარცვლის ზეთი შეიცავს ომეგა 3,6,9 ცხიმოვანი მჟავების უფრო მეტად დაბალანსებულ შემადგენლობას.
ამ ზეთს აქვს შესანიშნავი გასტრონომიული და დიეტური თვისებები მოქმედების ფართო სპექტრით. ხორბლის მარცვლის ზეთს იყენებენ სხვადასხვა ცივი და ცხელი კერძების, სალათების, ჭარხლის სალათების, სოუსების, მოხარშული კარტოფილის და სხვადასხვა გარნირის მოსამზადებლად. ასევე გემრიელი და სასარგებლოა მისი ხაჭოსა და სხვადასხვა მწვანილთან შერევა.
მცირე რაოდენობის ხორბლის მარცვლის ზეთის დამატება სხვა ზეთებში ხელს უშლის მათ სიმშრალეს და ახანგრძლივებს მათ სასარგებლო თვისებებს.
Golden Kings – ხორბლის ჩანასახის ზეთის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს ვიტამინების: E, A, D, B1, B2, B3, B5, B6, B9, P, F და PP
– შეიცავს და 20-მდე სხვადასხვა მიკრო და მაკრო ელემენტს: კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მანგანუმი, თუთია, სელენიუმი, რკინა, იოდინი და სხვა.
– გააჩნია ომეგა 3,6,9 ცხიმოვანი მჟავების დაბალანსებულ შემადგენლობა
– შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანთ – სქუალენს
– არ შეიცავს გლუტენს, ქოლესტერინს და ტრანს ცხიმებს
– მიღებულია ცივი დაწნეხვის მეთოდით და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს
– აქვს სასიამოვნო არომატი და გემო
– ფართოდ გამოიყენება კულინარიაში
მიღების წესი და დოზირება:
მოიხმარეთ დღის განმავლობაში საჭირობისამებრ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.