MuscleTech – Nitro Tech არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული პროტეინი. მისი განსაკუთრებული ფორმულა შექმნილია, როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისათვის, ასევე უბრალოდ აქტიური ფიზიკური ცხოვრების მოყვარული ადამიანებისათვის.
მრავალწლიანი ცდისა და მუშაობის შემდეგ, MuscleTech®-ის მკვლევარებმა შექმნეს ფორმულა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მეტი კუნთოვანი მასისა და ძალის მიღება, ვიდრე სტანდარტული შრატის პროტეინების შემთხვევაში.
Nitro-Tech® არის მეცნიერულა
დ დამუშავებული შრატის პროტეინის გაძლიერებული ფორმულა, რომელიც შექმნილია იმ სპორტსმენებისათვის, რომელთაც სურთ მეტი კუნთოვანი მასა, მეტი ძალა და გაუმჯობესებული შესრულება (Performance). იგი შეიცავს ცილას, რომელიც ძირითადად მიღებულია ორი წყაროსგან: შრატის იზოლატი და შრატის პეპტიდი. ეს არის ორი ყველაზე სუფთა და გაფილტრული ცილის წყარო. ეს პროდუქტი ასევე გამდიდრებულია კრეატინის ყველაზე შესწავლილი ფორმით, რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს ძალასა და მსრალი კუნთოვანი მასის ზრდას.
Nitro-Tech®-ში შემავალი ცილა უზრუნველყოფს ამინომჟავების სრულ პროფილს. მისი თითოეული პორცია გვთავაზობს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, მათ შორის 6,9 გრამ ბცაა-ს და 5,3 გრამ გლუტამინს, რაც გარანტიაა სრულფასოვანი ვარჯიშის შემდგომი აღდგენის და კატაბოლური პროცესების დაბლოკვის.
სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, Nitro-Tech® შეიცავს მხოლოდ 4 გრამამდე ნახშირწყალს და 2,5 გრამ ცხიმს, რაც არის იმის გარანტია, რომ თქვენ არ მოიმატებთ ცხიმოვან მასას.
Nitro-Tech® ასევე გამოირჩევა შესანანიშნავი გემოებით და არ შეიცავს დამატებით შაქარსა და ნახშირწყალს. MuscleTech-ის კვლევითი გუნდი მჭიდროდ დანამშრომლობს მსოფლიოში ცილის არომატიზებელ წამყვან პროფესიონალებთან და პროდუქტის თითოეული არომატი ტესტირებულია სხვადახვა Taste Test-ში.
MuscleTech – Nitro Tech-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
– მატებს ძალას და გამძლეობას
– შეიცავს ვეი პროტეინ იზოლატსა და ვეი პროტეინ პეპტიდს
– დამატებული აქვს 3 გ კრეატინ მონოჰიდრატი
– არ შეიცავს დამატებით შაქარსა და ნახშირწყალს
– თითოეული პორცია შეიცავს 7 გრამამდე ბცაა-ს და 5 გრამ გლუტამინს
– აქვს გამორჩეული გემო და არომატი
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200 მლ წყალში, ან უცხიმო რძეში. მიიღეთ ვარჯიშის შედეგ, ან საკვების მიღებებს შორის. პროდუქტის მოხმარების პერიოდში, დალიეთ ყოველდღიურად 2,5-3 ლ წყალი. მაქსიმალური შედეგისთვის მიიღეთ 4 კოვზი ყოველდღიურად, მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.