MuscleTech – Vapor X5 არის უმაღლესი ხარისხის, ამერიკული ენერგეტიკი.
ეს არის ახალი, ჰიბრიდული Preworkout MuscleTech®–გან. მისი მძლავრი ფორმულა აერთიანებს ყველა უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ ინგრედიენტს, რომლებიც წარმოდგენილია მეცნიერულად შესწავლილი დოზირებებით.
Vapor X5-ის თითოეული პორცია გვთავაზობს კოფეინის კვლევებით დადასტურებულ ეფექტურ დოზირებას, რაც უზრუნველყოფს ენერგიის ინტენსიურ ზრდას, ორგანიზმის გამოფხიზლებასა და გონებრივი კონცენტრაციის გაძლიერებას.
გარდა ამისა, იგი ორგანიზმს აწვდის პრემიუმ მგრძნობელობის ასამაღლებელ ინგრედიენტებს, მათ შორის, ქოლინ ბიტატრატსა და L-თეანინს, რომლებიც ხელს უწყობენ ნეიროსენსორული მგრძნობელობის გაძლიერებას.
ამავდროულად, თქვენი ფიზიკური შესაძლებლობების, გამძლეობისა და კუნთოვანი მასის ეფექტური ზრდისთვის, Vapor X5 ასევე შეიცავს ბეტა-ალანინს, ტაურინს, L-ციტრულინსა და კრეატინ მონოჰიდრატს.
MuscleTech – Vapor X5-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მატებს ძალას, ენერგიასა და გამძლეობას
- აფხიზლებს ორგანიზმს
- აძლიერებს გონებრივ კონცენტრაციას
- აძლიერებს სხეულის ნეიროსენსორულ მგრძნობელობას
- ზრდის კუნთებში აზოტის ოქსიდის კონცენტრაციას და აქვს „ტუმბოს“ ეფექტი (ფამფი)
- შეიცავს მხოლოდ მეცნიერულად დადასტურებულ ინგრედიენტებსა და დოზირებებს
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე. 24 საათში არ გადააჭარბოთ 2 პორციას. მიიღოთ ძილამდე მინიმუმ 5-6 საათით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.