Magic Powder Sparkling bath სურნელოვანი აბაზანის ფხვნილია, რომელიც დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ ცუდი განწყობისგან, ნეგატივისგან და სტრესისგან. "ჯადოსნური ფხვნილი" შეიცავს ტკბილი ნუშის ზეთს, რომელიც აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმტკიცეს, ასევე E ვიტამინს, რომელსაც "ახალგაზრდობის ვიტამინს" უწოდებენ. პროდუქტი ხელს უწყობს ტენიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას და აჩქარებს კანის რეგენერაციას. მისი გამოყენება თქვენს წყლის პროცედურებს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს! თქვენ არ დაგჭირდებათ სპა ცენტრში წასვლა, რათა ისიამოვნოთ და დაისვენოთ.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
შეავსეთ აბაზანა თბილი წყლით და დაამატეთ პაკეტის დაახლოებით 1/3. მიიღეთ აბაზანა 15-20 წუთის განმავლობაში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.