bath bomb არის აბაზანის "ბომბი", რომელიც წყალში გახსნისას იწყებს ზუზუნს, წარმოქმნის გაზიან ბუშთუკებს, ქაფდება და ქმნის არომატულ და ფერად ეფექტს. აბაზანის დროს მისი გამოყენება ნამდვილი სიამოვნებაა.
Earth Day აბაზანის ბომბი გამოირჩევა ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ფერებით. მისი აფეთქება თქვენს აბაზანაში მოათავსებს მთელს დედამიწას, რომლის სურნელიც შექმნის დადებითი ვიბრაციებისა და ნათელი ემოციების ბუკეტს. იგი გამდიდრებულია E-ვიტამინის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით, რომელიც კვებავს და აღადგენს კანს, ანელებს დაბერების პროცესს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. მთელი დედამიწის დიდებულება შენს აბაზანაში - ეს უნდა განიცადო.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
აავსეთ აბაზანი თბილი ან ცხელი წყლით. ჩააგდეთ "ბომბი" მასში და დაელოდეთ. ბურთულა დაიწყებს შუშხუნს და წყალში გახსნას, წარმოქმნის ქაფს და ფერად ეფექტებს. რამდენიმე წუთში ბურთულა სრულად გაიხსნება, თქვენი აბაზანა კი ნამდვილ სპა-ცერემონიად გადაიქცევა. რაც ნიშნავს რომ ის უკვე მზადაა გამოყენებისთვის. ისიამოვნეთ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.