მოვერიდოთ თუ არა გლუტენს?

გლუტენი არის ცილა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ზოგიერთ მარცვლეულში, მათ შორის ხორბალში, ქერში და ჭვავში. ის მოქმედებს როგორც საკვები მასის შემკვრელი საშუალება. წარმოიდგინეთ, რომ პიცის მწარმოებელი ცომის ბურთულას აბრტყელებს. გლუტენის გარეშე, ცომი არ შეიკვრება და ადვილად დაიშლება.

სხვა მარცვლეული, რომელიც შეიცავს გლუტენს, არის ხორბლის კენკრა, დურუმი, ემერი, სემოლინა, ხორასანის ხორბალი, ეინკორნი და ტრიტიკალი (ხორბლისა და ჭვავის ნაზავი). გლუტენი ასევე ცალკეულადაც იყიდება და ეწოდება როგორც ხორბლის წებოვანა, რომელიც  ვეგანებში მაღალი ხარისხის ცილის წყაროდ ითვლება.

გლუტენი და ჯანმრთელობის სარგებელი

ბოლო პერიოდში გლუტენის ირგვლივ მხოლოდ ნეგატიური განხილვა მიმდინარეობს. სინამდვილეში ამ პრეტენზიის მხარდასაჭერად მინიმალური კვლევებია ჩატარებული.

2017 წელს ცელიაკიის (ქრონიკული ანთება) გარეშე 100 000-ზე მეტ მონაწილეზე ჩატარებულ კვლევაში, მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს გლუტენის უარყოფითი მახასიათებლები. პირიქით, კვლევამ დაადასტურა, რომ არაცელიაკიის მქონე პირებ, რომლებიც თავს არიდებენ გლუტენს, მნიშვნელოვნად იზრდება გულის დაავადების რისკი.

მრავალი კვლევა ადასტურებს მთლიანი მარცვლეულის(გლუტენით) მოხმარებას გაუმჯობესებულ ჯანმრთელობი შედეგებთან. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც სტაბილურად მოიხმარენ მთლიან მარცვლეულს ნაკლებად აღენიშნებათ, გულის დაავადებები, ინსულტის სიხშირე და დიაბეტი.

გლუტენი ასევე მოქმედებს როგორც პრბიოტიკი, რომელიც კვებავს ორგანიზმში არსებულ „კარგ“ ბაქტერიებს. არაბინოქსილანის ოლიგოსაქარიდი არის ხორბლის ქატოდან მიღებული პრებიოტიკული ნახშირწყალი, რომელიც ასტიმულირებს მსხვილ ნაწლავის მუშაობას. ბაქტერიები ჩვეულებრივ გვხვდება ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში. მათი ოდენობის ან აქტივობის ცვლილებები დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან, მათ შორის, კოლორექტალურ კიბოსთან.

გლუტენის გვერდითი მოვლენები

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც განსხვავებულად რეაგირებს გლუტენზე.ასეთ დროს სხეული გლუტენს აღიქვამს, როგორც ტოქსინს, რაც იწვევს იმუნური უჯრედების გადაჭარბებულ რეაქციას. თუ გაუცნობიერებლად მგრძნობიარე ადამიანი აგრძელებს გლუტენის ჭამას, ეს ორგანიზმში ქმნის ერთგვარ ბრძოლას, რაც იწვევს ანთებას. გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი(დაღლილობა, შებერილობა, შეკრულობა და დიარეა) ასევე მძიმე (ჰორმონალური დისბლანსი, ნაწლავის დაზიანება),

როგორც ზემოთ ვახსენეთ, გლუტენი არ უნდა მიიღოს იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს ცელიაკია, რადგან ასეთები უფრო მეტად იმყოფებიან ოსტეოპოროზისა და ანემიის რისკის ქვეშ. ასეთ დროს, გლუტენის გარეშე საკვები ითვლება ცელიაკიის პირველად სამედიცინო სამკურნალო საშუალებად. თუმცა, მკაცრი უგლუტენო დიეტის დაცვა შეიძლება იყოს რთული, ამიტომ საჭირო მიმართოთ რეგისტრირებული დიეტოლოგს, რომელი უზრუნველყოს, უგლუტენო საკვები ნივთიერებები მიღებას.

რა არის "უგლუტენო დიეტა"?

საინტერესოა, რომ, სტასისტიკური თვალსაზირისით უგლუტენო საკვებს მოიხმარს ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ცელიაკია, ანუ გლუტენის აუტანლობა. ამის მთავარი ორი მიზეზი არსებობს: საზოგადოებაში გავრცელებული აზრი თითქოსდა უგლუტენო პროდუქტების მიღება ნიშნავს ჯანსაღ კვებას“ და მეორე, „მონელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის“.

რაც შეეხება უშუალოდ უგლუტენო დიეტა, ეს ეწოდება საკვებს, რომელიც აშორებს პროდუქტს გლუტენის შემცველობას. ვინაიდან გლუტენის შემცველი მარცვლეული შეიცავს ბოჭკოვან და საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის B ვიტამინებს, მაგნიუმს და რკინას, მნიშვნელოვანია ამ დაკარგული საკვები ნივთიერებების შევსება. უგლუტენო საკვებად ითვლება:

ხორცი

ქინოა

ყავისფერი, შავი ან წითელი ბრინჯი

წიწიბურა

ამარანტი

ფეტვი

Სიმინდი

უგლუტენო შვრია

ასევე მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ დამუშავებულ უგლუტენო საკვებ, რომელთაც აქვს შაქრის მაღალი შემცველობა, გაჯერებული ცხიმები და დაბალი ღირებული საკვები ნივთიერებები.(უგლუტენო ნამცხვრები, ჩიფსები) ეს საკვები ძირითადში მზადდება გადამუშავებული გაუმაგრებელი ბრინჯის, ტაპიოკასგან, ან კარტოფილის ფქვილისგან.

თუმცა მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ: არ არსებობს ოფიციალური კვლევა, რომელიც ადასტურებს გლუტენის გამოუყენებლობის სარგებლობას  იმ ადამიანებში ვისაც არ აქვს მისი მიღების პრობლემა.