საკვები დანამატები და ვიტამინები კვების ინდუსტრიის შედარებით ახალი ნაწილია. ზოგიერთი ნივთიერება ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და სამეცნიერო წრეებში მუდმივად ქვეყნდება ახალი კვლევები. მიუხედავად სიახლისა, საკვები დანამატების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და ათობით სხვადასხვა ბრენდს ვხვდებით, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ხშირად ადამიანებს უჭირთ გარკვევა, თუ რომელია სანდო და ავტორიტეტული ბრენდი და რომელი ბრენდის პროდუქცია შეიძლება იყოს უფრო ეფექტური და რეალური შედეგის მომტანი.
ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ ბლოგში მოგიყვეთ რომელია 2020 წლის ტოპ ბრენდები და რა უნდა გავითვალისწინოთ საკვები დანამატების ბრენდის შერჩევისას.
ზოგადად, ბრენდის სანდოობასა და ეფექტურობაზე ყველაზე მეტად გაყიდვები მეტყველებს. თუ პროდუქცია არაეფექტური და უხარისხოა, მომხმარებელი მას ხელმეორედ აღარ შეიძენს და ასეთ პროდუქტს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. ხოლო როდესაც მომხმარებელი შეძენილი პროდუქტისგან იღებს იმას, რასაც ელის, ის მისი ერთგული მომხმარებელი და არაპირდაპირი ინფლუენსერი ხდება. შესაბამისად იმის გარკვევაში, თუ რომელი საკვები დანამატის ბრენდი არის ხარისხიანი და ეფექტური, ყველაზე მარტივი გზა გაყიდვებისა და სანდოობის მაჩვენებლის დადგენაა. ამაში კი საკვები დანამატების გამყიდველი ყველაზე ავტორიტეტული ვებ საიტები და მათ მიერ შედგენილი რეიტინგები დაგვეხმარება.
Muscleandstrength.com და bodybuilding.com საკვები დანამატების სფეროში 2 ყველაზე ავტორიტეტული და სანდო ვებ საიტია. ისინი ყოველწლიურად აქვეყნებენ ტოპ გაყიდვადი ბრენდებისა და პროდუქტების ჩამონათვალს.
Muscleandstrength.com-ის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ტოპ 20 საკვები დანამატის ბრენდის რეიტინგში, 1-3 ადგილზე ისეთი ცნობილი კომპანიები იკავებენ, როგორებიცაა: Muscletech, Now და Nutrex. ამის შემდეგ მოდიან ისეთი გიგიანტი ბრენდები, როგორებიცაა: MyProtein, MusclePharm, Optimum Nutrition, Ronnie Coleman, Dymatize, BPI Sports, Xtend, Sellucor, JNX Sports, USN და სხვა.
მოკლედ გაგაცნობთ 2020 წლის საუკეთესო ბრენდებს და გავარკვევთ თუ რატომ არიან ისინი საუკეთესოები.
Muscletech ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ამერიკული კომპანიაა. იგი საკვები დანამატების ბაზარზე 1995 წლიდან გამოჩნდა და დღემდე N1 გაყიდვადი საკვები დანამატების ბრენდია. დღეისათვის MuscleTech ასოცირდება პრემიუმ ხარისხთან და ყველაზე მაღალი დონის პროდუქტებთან, რომელებიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არ კარგავენ პოპულარობას. მათ შორის გამოსარჩევია: Nitro-Tech®, Cell-Tech ™, MASS-Tech®, Hydroxucat და სხვა. იგი ცხრაჯერ გახდა წლის საუკეთესო ბრენდი Bodybuilding.com-ის ვერსიით და დღეისათვის 140-ზე მეტ გლობალურ ბაზარზე ოპერირებს. ის არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც დაიწყო რესურსის დახარჯვა კვლევასა და განვითარებაში და დღემდე აქტიურად აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ტორონტოს სპორტულ-კვლევითი უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნა მეტაბოლიზმისა და სპორტული მეცნიერების ლაბორატორია „MuscleTech Metabolism and Sports Science Lab“ და ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარი პროდუქციის, არამედ მთლიანა სპორტული საკვების ინდუსტრიის განვითარებაზე.
კვლევასა და განვითარებაში დახარჯული რესურსი, რევოლუციური ფორმულით შექმნილი პროდუქცია და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა მეშვეობითაც Muscletech წლების განმავლობაში ლიდერ პოზიციებს იკავებს საკვები დანამატების ბაზარზე.
Nutrex. Nutrex 2002 წელს დაარსებული ამერიკული საკვები დანამატების ბრენდია. ბრენდის ყურადღება ყოველთვის იყო გამახვილებული ინოვაციური, მაღალი ხარისხის დანამატების შემუშავებაზე, სასიამოვნო გემოთი და ყველაზე ეფექტური ინგრედიენტებით. კომპანიამ პირველმა შეიმუშავა ე.წ „თხევადი კაფსულის ტექნოლოგია“, რომელიც გამოიყენება ცხიმისმწველი დანამატებისთვის. Lipo 6 არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური ცხიმისმწველი, რომელიც სწორედ თხევადი კაფსულის ტექნოლოგიით არის შექმნილი.
Lipo 6 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხიმისმწველი დანამატია, რომელიც Nutrex Research-ის მიერ შეიქმნა და 2006-2009 წლებში წლის ცხიმისმწველად დასახელდა Bodybuilding.com-ის მიერ.
„თხევადი კაფსულის ტექნოლოგია“ აღმოჩნდა რევოლუციური ნაბიჯი Nutrex-ისათვის, რომელმაც მიიღო FDA-ს (ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია) ნებართვა და ფლობს GMP სერტიფიკატს. Nutrex დღემდე რჩება მოწინავე ბრენდად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ყველა პროდუქტი გადის მკაცრ შემოწმებას და ტესტირებას, რაც არის უმაღლესი ხარისხისა და მომხმარებელთა სანდოობის გარანტია.
BPI Sports. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი, თუმცა სანდო და ავტორიტეტული ბრენდი საკვები დანამატების ბაზარზე. მან აქტიური ოპერირება 2009 წლიდან დაიწყო და დღეისათვის უკვე ერთ-ერთი მოწინავე დანამატების მწარმოებელი კომპანიაა.
კომპანიის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი არის მისი სანდოობა. BPI-ს თითქმის ყველა პროდუქტი ფლობს GMP სერთიფიკატს და იქმნება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისაგან.
უმაღლესი ხარისხი, ნატურალური ინგრედიენტები, პროდუქციის ფართო არჩევანი და კარგად დამუშავებული გემოები არის ის ფაქტორები, რის გამოც, სულ რაღაც 10 წელში, BPI ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი გახდა საკვები დანამატების ბაზარზე.
Now food. არის უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატებისა და ვიტამინების მწარმეოებელი კომპანია, რომელიც 1968 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.
ბრენდის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერთიფიკატი. იგი ფლობს ყველაზე ავტორიტეტულ GMP სერთიფიკატს. ასევე Informed-Sport და Informed-Choice სერტიფიკატს, რომელიც პროდუქტს ტესტავს 220-ზე მეტ აკრძალულ ნივთიერებაზე და წარმოადგენს გარანტიას სპორტსმენისათვის, რომ იგი არ შეიცავს რაიმე აკრძალულ ნივთიერებას. ასევე Now-ს პროდუქცია იტესტება და არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, რასაც ადასტურებს Non-GMO სერთიფიკატი.
ბრენდი ფლობს 40-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოს, რომლებიც ადასტურებენ, როგორც პროდუქციის მაღალ ხარისხს, ასევე ინგრედიენტების სანდოობასა და კომპანიის შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის სიძლიერეს.
Myprotein. Myprotein არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული საკვები დანამატების მწარმებელი ბრენდი. მას მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და აქტიურად შედის ამერიკისა და კანადის ბაზრებზე. იგი არის ბრენდი, რომელსაც მინიჭებული აქვს უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი Labdoor-ის სერთიფიკატი. Labdoor არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ამოწმებს დანამატებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ოფიციალურ გარანტიას. Labdoor აგზავნის შერჩეულ დანამატებს FDA– ს რეგისტრირებულ ლაბორატორიაში დეტალური ქიმიური ანალიზისთვის, რომელიც მოიცავს აქტიური ინგრედიენტების და პოტენციური დამაბინძურებლების დონის გაზომვას. მის მიერ დატესტილი და სერტიფიცირებულია Myprotein-ის ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: პროტეინი, კრეატინი, ბცაა, გლუტამინი და პრე-ვორკაუტი.
გარდა ამისა, Myprotein ფლობს ისეთ მნიშვნელოვან სერთიფიკატს, როგორიცაა Informed Choice, რაც ნიშნავს, რომ მისი ყოველი პროდუქტი არის დატესტილი აკრძალულ ნივთიერებებზე და არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალულია მსოფლიოს ანტი დოპინგური სააგენტოს მიერ.
Optimum Nutrition. Optimum Nutrition არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი საკვები დანამატების მწარმეობელი კომპანია. მის მიერ წარმოებული პროდუქცია აღიარებულია, როგორც „ოქროს სტანდარტი“, რასაც ბრენდის პროდუქციის ერთ-ერთი ხაზი „Gold Standard”-იც უსვავს ხაზს.
Optimum Nutrition არის იმ იშვიათ ბრენდთაგანი, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი ისტორია. იგი დაარსდა 1986 წელს და დღეისათვის აწარმოებს ყველა პროდუქტის კატეგორიას. კომპანია ფლობს 5 უმაღლესი დონის საწარმოს ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში და წარმოადგენს ლიდერ ბრენდს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში.
ბრენდმა წარმატება მისი მაღალი ხარისხის გამო მოიპოვა. პროდუქტის წარმოებამდე, იგი ტესტავს და დაკვირვებით არჩევს თითოეულ ინგრედიენტს. გარდა ინგრედიენტებისა, საწარმოში აქტიურად ხდება პროდუქტის შეფუთვის, კოლოფის და კოვზის ხარისხის მონიტორინგიც კი. Optimum Nutrition ყოველდღიურად ახორციელებს პროდუქტის ხარისხის შეფასებას და პროდუქციის წარმოება ხდება GMP სერთიფიცირებულ ლაბორატორიაში. გარდა ამისა Optimum Nutrition-ის ყველა ქარხანა ფლობს Informed Sport და Informed Choice სერთიფიკატს, რაც არის გარანტია, რომ პროდუქცია არ შეიცავს მსოფლიოს ანტი დოპინგური სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ აკრძალულ ნივთიერებებს.
Optimum Nutrition-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წლების განმავობაში გაყიდვების ლიდერი პროდუქტი არის უმაღლესი ხარისხის შრატის პროტეინი - Whey Gold Standard. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი არის ყველაზე გაყიდვადი პროტეინი მსოფლიოში და მომხმარებელი განებივრებულია მისი 40-ზე სხვადასხვა არომატით.
როგორც ხედავთ, ყველა მოწინავე და პოპულარული ბრენდი ერთი ძირითადი პრინციპის მიხედვით ხელმძღვანელობს. ისინი ქმნიან უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად ნატურალური ინგრედიენტებისგან, დიდ რესურს ხარჯავენ კვლევასა და განვითარებაში და მუდმივად ამოწმებენ საკუთარი პროდუქციის ხარისხს. სწორედ ეს ხდის მათ ყველაზე გაყიდვად და რესპექტაბელურ საკვები დანამატების მწარმეობელ ბრენდად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.