შემოდგომა ახალი ენერგია და საუკეთესო სპორტული დანამატები“

 

 

შემოდგომა წელიწადის განსაკუთრებულად ლამაზი და ფერადი დროა, ხშირად ამ სეზონს უწოდებენ „ცვლილებების დროს“, რადგან საზაფხულო შვებულებიდან დაბრუნებულ ადამიანებს, სიახლეებისა და მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი აქვთ.

ამ სეზონზე ადამიანთა უმრავლესობა მიზნად ისახავს ჯანმრთელობაზე ზრუნვას და სხეულის მოვლას, როგორც ფიტნესის, ისე ფიზიკური და მენტალური ჯამრთელობის  მიმართულებით.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო სპორტულ საკვებდანამატებს, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის შემოდგომის ახალ ენერგიულობასა და შემართებას.

 

პროტეინი.

 

განსაკუთრებით ამ სეზონზე, პროტეინი დიდ დახმარებას გაგიწევთ. რატომ?   მოგეხსენებათ რომ ცილა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სხეულის ზრდა-განვითარებისთვის და წარმოადგენს კუნთის მთავარ საშენ მასალას. შესაძლოა საზაფხულო შვებულების პერიოდში საკმარისად ვერ მიიღოთ საჭირო რაოდენობის ცილა, ამიტომაც ორგანიზმმა რომ არ განიცადოს მისი დეფიციტი, საჭიროა შეავსოთ დროულად.

განვიხილოთ პროტეინის კატეგორიაში ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებდანამატი და თავად დარწმუნდებით მისი მიღების აუცილებლობაში.

Applied nutrition – clear whey protein

Applied Nutrition's Clear Whey Protein ჰიდროლიზირებული შრატის პროტეინის იზოლატი. მისი მთავარი სიახლე გახლავთ დახვეწილი სტრუქტურა (წვენის) რომლის მეშვეობითაც ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია  მისი მიღება. აქვს დიდი არჩევანი არომატებში და სასიამოვნო გემო.

Clear Whey შეიცავს მხოლოდ 90 კალორიას- 25 გრამ პორციაზე, 21 გრამზე მეტ ცილას, მხოლოდ 1გრ ნახშირწყალს და შეიცავს 0,25 გრამზე ნაკლებ შაქარსა და ცხიმს, რომელსაც სწრაფად ამუშავებს და ითვისებს თქვენი ორგანიზმი. ის დაგეხმარებათ კუნთის მასის ზრდასა და შენარჩუნებაში, რა ტიპის ფიტნეს მიზანიც არ უნდა გქონდეთ, ეს იქნება მშრალი კუნთის ზრდა თუ წონის კლება. პროტეინი დაგეხმარებათ ლამაზი და დახვეწილი სხეულის ჩამოყალიბებაში.

პროდუქტი გახლავთ კარგად გამოკვლეული, მასში შემავალი ინგრედიენტები გადის მკაცრ შემოწმებას და ტესტირებას აკრძალულ ნივთიერებებზე.

კომპანია applied nutrition-ი, რომლის ექსკულუზიური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ ვიტამინი, clear whey-ს შექმნით, ნამდვილად „ახალი სიტყვა“ თქვა მსოფლიო საკვები დანამატების ბაზარზე.

მულტივიტამინები

რა არის მულტივიტამინები და რატომ არის პრაქტიკული მისი გამოყენება შემოდგომაზე?

ვიტამინები არის ბუნებაში არსებული საკვები ნივთიერების ჯგუფი, რომლებიც გვხვდება საკვებსა და დანამატებში. მისი დანიშნულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და აუცილებელია ყოველდღიურად გვქონდეს რაციონში. გასათვალიწინებელია ის ფაქტიც, რომ ვიტამინების წარმოება ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და მათი არასათანადო მიღების შემთხვევაში ორგანიზმში შეიძლება წარმოიშვას ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული სხვადასხვა უარყოფითი გარემოებები, მაგალითად: მეტაბოლიზმის არასათანადოდ მუშაობა, ენერგიისა და გონებრივი კონცეტრაციის ნაკლებობა, ჰორმონალური პროცესების დარღვევა და ასე შემდეგ...

შემოდგომის მერყევი კლიმატური პირობების გამო, კომპანია ვიტამინი გთავაზობთ, როგორც ზოგად, ასევე სპეციალურად შექმნილ მულტი-ვიტამინებს მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის.

 

ამერიკული კომპანია Rule 1-ის მიერ შექმნილი უმაღლესი ხარისხის მულტივიტამინებისა და მინერალების კრებული სპეციალურად მამაკაცებისთვის, სადაც გაერთიანებულია 50 ზე მეტი აქტიური ინგრედიენტი. აღნიშნული პროდუქტი დიდ მონაწილეობას იღებს მამაკაცის როგორც ზოგადი, ასევე ჰორმონალური პროცესების სრულფასოვნად წარმართვაში და ხელს უწყობს ტესტოსტერონის სათანადო დონის გამომუშავებაში.

შეიცავს 50 ზე მეტ აქტიურ ინგრედიენტებს

Rule 1 - Train Daily Sports Multi-Vitamin

 

 

 


 

Rule 1 - Train Daily Womens Sports Multi-Vitamin

სპეციალური ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ქალებისთვის, სადაც 40 სახის აქტიური ინგრედიენტი შედის, ისეთები როგორიცაა: რკინა, ფოლიუმის მჟავა, კალციუმი და ანტიოქსიდანტური ვიტამინები A, C და E,  სილიციუმის დიოქსიდი თმის კანისა და ფრჩხილებისთვის. აღნიშნული მიკროელემენტების ყოველდღიური  კომბინაცია ქალბატონებს დაეხმარება ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების სწორად ფუნქციონირებასა და  ჯანმრთელობის ბალანსირებაში.

 

ცხიმისმწველი

 ფიქრი იმაზე, თუ როგორ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით უცხო და უჩვეულო ნამდვილად არ არის. წონის კლება შემოდგომით ნაკლებად სტრესულია, რადგან შედარებით სტაბილურდება ტემპერატურა. სწორად შერჩეული ცხიმისწმველის მეშვეობით კი ნამდვილად შეძლებთ  სასურველი შედეგის მიღწევას.

განვიხილოთ ვიტამინის ორი გამორჩეული, თუმცა  სხვადასხვა ტიპის ცხიმისმწველი

 

Applied Nutrition - l-Carnitine Liquide 3000 - თხევადი L-კარნიტინი. ადამიანის უჯრედებში არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ცხიმიდან ენერგიის გამომუშავება ხდება. ამ ადგილს მიტოქონდრიები ეწოდება,  L-კარნიტინი ცხიმის ტრანსპორტირებას ახდენს მიტოქონდრიებში, სადაც აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს, თუ L-კარნიტინის რაოდენობა ორგანიზმში მოიკლებს, ცხიმის მჟავები გროვდება უჯრედებში და მთელს ორგანიზმში, რაც შეიძლება ჭარბწონიანობის მიზეზი გახდეს.

L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთების დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება.

მეტი ეფექტურობისთვის პროდუქტს დამატებული აქვს C ვიტამინი და მწვანე ჩაის ექსტრაქტი.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი არის კოფეინის კარგი წყარო. სხვადასხვა კვლევით არაერთგზის დადასტურებულია, რომ კოფეინი, როგორც ძლიერი სტიმულატორი, აუმჯობესებს ცხიმის წვის პროცესს და ამცირებს მადას.

დადასტურებულია, რომ C ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება ზრდის სხეულში ცხიმების დაჟანგვას. ამიტომ, C ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება შეაფერხოს წონის კლება და ცხიმის წვის პროცესი.

გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.

Applied Nutrition - l-Carnitine Liquide 3000 

 

Applied nutrition – shred x powder - გახლავთ, უნიკალური ფორმულით შექმნილი ძლიერი თერმოგენული ცხიმისმწველი. სხვა თერმოგენებისგან ის განასხვავებს, რომ აქტიური ენერგიული ინგედიენტების გარდა შედის გამორჩეული სახის ამინომჟავები: L-theanine, L-thyrosine. მათი მეშვეობით, ვარჯიში და შემდგომი პერიოდი არ იქნება დაძაბული და სტრესული.

Shred-X იდეალურია მათთვის, ვისაც სურს წონაში დაკლება, ენერგიის გაზრდა და გონებრივი ფოკუსის შენარჩუნება. მასში გაერთიანებულია ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა ვარჯიშის პროცესის ენერგიულად წარსამართად და ცხიმის დასაწვავად. მასთან ერთად თქვენ ჩაატარებთ მძიმე და დატვირთულ ვარჯიშს და რაც მთავრია ეს ყველაფერი მოხდება თქვენი ცხიმის ხარჯზე.

მის შემადგენლობაში ასევე გამოსარჩევია ვიტამინების: B3,B6,B12,მათი მეშვეობით ორგანიზმში იზრდება ენერგიის გამომუშავება.

Applied Nutrition - Shred X

 

 

 

ამინომჟავები

ამინომჟავები – კომპლექსური ორგანული ნაერთია, რომელიც წარმოადგენს ცილებისა და კუნთოვანი ქსოვილების საშენ მასალას. მათი  გამოყენება შემოდგომის პერიოდში ყველაზე მეტად პრაქტიკულია მათთვის, ვინც კვლავაც აპირებს განაახლოს ინტენსიური თუ ძალისმიერი ვარჯიშები.ამინომჟავები ორგანიზმს ეხმარება რომ სათანადო დონეზე წარიმართოს: აღდგენითი პროცესები, ჰორმონალური გაცვლა  ცილის სინთეზირება და ა.შ.

 

Applied Nutrition – Amino Fuel გახლავთ ამინომჟავების სრულყოფილი კომპლექსი, რომელიც თითო პორციაზე შეიცავს 11გრ ამინოს, აქედან 9 გრ შეუცვლელ ამინომჟავებს, რომლის გამომუშავებაც ორგანიზმს თავად არ შეუძლია და მისი მიღება შესაძლებელია ცილით მდიდარი საკვებიდან ან საკვებდანამატებიდან. ასეთი ინოვაციური  ფორმულის მეშვეობით, შეძლებთ ხარისხიანად ჩაატაროთ სხვადასხვა ტიპის ინტესიური ვარჯიშები, დაიცვათ კუნთი დაზიანებისგან (კატაბოლიზმი) და გქონდეთ უკეთესი მენტალური განწყობა.