Rule 1 - Train Daily Sports Multi-Vitamin ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების კრებული, რომელიც სპეციალურად მამაკაცთათვისაა შექმნილი. ვიტამინების და მინერალების კომპლექსი არის უმნიშვნელოვანესი დანამატი, რადგანაც მათი დანაკლისი დღევანდელ ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა, დაუბალანსებელი კვებიდან და რეჟიმიდან გამომდინარე. ამ დანაკლისს ფიზიკურად აქტიური ადამიანები უფრო განიცდიან, რადგანაც მათი ორგანიზმი უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარს ვიტამინებს და მინერალებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დანაკლისის პერიოდული შევსებაა საჭირო, რათა ორგანიზმმა სწორად იფუნქციონიროს და რაც მთავარი განვითარებაში ხელი არ შეეშალოს. ვიტამინები მონაწილეობენ მეტაბოლიზმში, ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ქიმიურ პროცესში და არეგულირებენ ჰორმონთა ცვლას.
Rule 1 - Train Daily Sports Multi-Vitamin გაერთიანებულია 50-ზე მეტი აქტიური ინგრედიენტი და ყოველი მათგანი წარმოდგენილია სპორტული კონცენტრაციით და სწორედ ამიტომ არის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი საკვები დანამატების ბაზარზე.
თვისებები და მახასიათებლები:
- აძლიერებს იმუნურ სისტემას;
- შეიცავს 50+ ვიტამინებსა და მინერალებს;
- მატებს ძალას და ენერგიას;
- ამცირებს დაღლილობის შეგრძნება;
- არეგულირებს მეტაბოლიზმს ;
- ხელს უწყობს მამაკაცური ფუნქციების ამაღლება;
- დამზადებულია ამერიკაში ;
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ დღეში 1 პორცია (3 აბი) ჭამის შემდეგ
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.