როგორ შევინარჩუნოთ თმა/კანი/ფრჩხილების ჯანმრთელობა

კანი, ფრჩხილები და თმა, სხეულის ის ნაწილებია, სადაც განსაკუთრებულად აისახება ადამიანის კვებითი ჩვევები. სამწუხაროდ, ადამიანს დღის განმავლობაში ხშირად უწევს, მარტივი ტიპის ნახშირწყლოვანი საკვების მიღება, რაც ნელ-ნელა აისახება კანის ჯანმრთელობაზე,(უკიდურეს შემთხვევაში მსგავსი ტიპის საკვების ხშირი მოხმარება იწვევს სხვადასხვა სახის ქრონიკულ დაავადებებსდა მძიმე ანთებით პროცესებს.) რაც საერთო ჯამში იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. დროთა განმავლობაში კი სხეულში იქმნება აუცილებელი ვიტამინების ან მინერალების დეფიციტი, რა დროსაც კანის სტრუქტურული მუშაობა ირღვევა, თმის ძირები კარგავს სიმყარეს, ფრჩხილები სუსტდება და მარტივად მტვრევადი ხდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოპტიმალური კვება გადამწყვეტ როლს თამაშობს კანის, ფრჩხილების და თმის ჯანმრთელობაში, თუმცა, ჩვენი არასტაბილური ცხოვრებისრეჟიმის გამო, რთულია ყოველდღიურად საკვებიდან აუცილებელი ნუტრიენტების მიღება. ამიტომაც დღევანდელ ჩვენს ბლოგში ვისაუბრებთ, თუ რომელი საკვები დანამატები დაგვეხმარება, კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

C-ვიტამინი

C ვიტამინი მნიშვნელოვანია სხეულისთვის,განსაკუთრებით კი კანის ჯანმრთელობისთვის. ეს არის აუცილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც კანს სჭირდება კოლაგენის შესაქმნელად. კოლაგენი არის ყველაზე უხვი ცილა ადამიანის ორგანიზმში. კანის გარდა, ის ასევე მხარს უჭერს ჩვენი კუნთების, მყესების და სახსრების ფუნქციონირებას. ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში, კოლაგენის გამომუშავება იკლებს, რაც გამოიხატება კანის დახშობის, სახის არეში წვრილი ხაზების და ნაოჭების სახით.

ვიტამინი C ასევე ითვლება ძლიერანტიოქსიდანტად, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ყოველდღიურარასასურველ გარემოებებს, რაც იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. (მაგალითად მზის საზიანო სხივებს) C ვიტამინი არის წყალში ხსნადი საკვები ნივთიერება, რომელიც არ წარმოიქმნება ორგანიზმში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვებიდან, ან საკვები დანამატის სახით.

ბიოტინი

ბიოტინი, იგივე B7 ვიტამინი, რომელიც არისწყალში ხსნადი, დიდ სამუშაოს აწარმოებსორგანიზმში. ბიოტინი მონაწილეობას იღებსსაკვები ნივთიერებების ენერგიად გადაქცევაში. ეს კი გახლავთ ყოველდღიური პროცესი, რომელიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.

ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი და ჯანსაღი ფრჩხილების და თმის შენარჩუნებაში. ის ამ კუთხით იმდენად მრვალმხრივად მუშაობს, რომ მკვლევარები დღემდე სრულად ვერ ჩასწვდნენ მის უნარებს. ბიოტინი აძლიერებს კერატინს,რომელიც წარმოადგენს, კანის, თმისა და ფრჩხილების მთავარ სამშენებლო ბლოკს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბიოტინის მიღება საკვები დანამატის სახით, განსაკუთრებით ზრდის და აუმჯობესებსფრჩხილების მდგომარეობას.

ბიოტინი განსაკუთრებით საჭიროა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, რადგან ამ დროს ქალის ორგანიზმში არსებული ბოილოგიური პროცესები იცვლება, რაც შესაძლოა გამოიხატოს თმის ცვენით.

D - ვიტამინი

D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც წარმოიქმნება ჩვენს კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების დროს. მას აქვს მრავალი ბიოლოგიური ეფექტი როგორებიცაა, ძვლების ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ანთების მოდულირება და თმის ჯანმრთელობა.

D ვიტამინი დიდ როლს თამაშობს თმის ახალი ფოლიკულების შექმნაში. თმის ფოლიკულები არის პატარა ფორები, საიდანაც ახალი თმა იზრდება. ყოველი ახალი ფოლიკულა საჭიროა თმის სისქის შენარჩუნებაში, რათა ადამიანმა თავიდან აიცილოს თმის ნაადრევი ცვენა. D ვიტამინი ასტიმულირებს თმის ფოლიკულების ზრდასგანსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზმს არ აქვს მისი საკმარისი რაოდენობა. D ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოსალოპეცია (მასიური თმის ცვენა), და სხვააუტოიმუნური მდგომარეობები, რომელიცსაერთო ჯამში იწვევს თმის ცვენას.

ადამიანებს რომლებსაც აღენიშნებათ ფართო და დიფუზური თმის ცვენა,მტვრევადი თმა, ხშირ შემთხვევაში აქვთ D ვიტამინის დეფიციტი. D ვიტამინის ძირითადი წყარო გახლავთ მზის სხივები, ისიც ლიმიტირებული დროით. ეს არის ალბათმთავარი მიზეზი რის გამოც, ადამიანთაუმეტესობას არ გააჩნია ორგანიზმში მისისაკმარისი რაოდენობა. ასეთ დროს D ვიტამინის მიღება საკვები დანამატის სახით ძალიან დამხმარეა.

ომეგა 3

ომეგა- 3 ერთ-ერთი იშვიათი ვიტამინია, რომელსაც ჯანრთელობის მრავალისარგებელი გააჩნია. ომეგა-3 მიეკუვთნებააუცილებელი ცხიმების კატეგორიას,რომელსაც ვიღებთ მხოლოდ საკვებით ანსაკვები დანამატებით, რადგან ორგანიზმს არშეუძლია მისი დამოუკიდებელი სინთეზირება. მასში არსებული ცხიმოვანიმჟავები უჯრედული მემბრანებისმნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც ხელსუწყობს ანთებითი პროცესების რეგულირებას. იგი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებსზოგიერთი ქრონიკული დაავადებისპროფილაქტიკაში.

დროთა განმავლობაში ჩვენი კანი შრება მზისქრონიკული ზემოქმედებისა და უჯრედებისბუნებრივი დაბერების პროცესების გამო. ომეგა-3 ხელს უწყობს ანთების შემცირებასდა კანის ბარიერის აღდგენას, რაცსაშუალებას აძლევს კანს, გააჩნდეს სათანადო ჯანმრთელობა. ომეგა-3 დიდად დამხმარეა კანის ისეთ სერიოზულ დაავადებებთან სამკურნალოდ, როგორებიცაა ეგზემა და ფსორიაზი. 

ომეგა-3 ასევე უზრუნველყოფს აუცილებელიცილების და სხვა საკვები ნივთიერებებისსინთეზირებასა, ასევე ცირკულაციას თმისფოლიკულების გაძლიერებას და სკალპშისისხლის მიმოქცევის ზრდას. შედეგად, მინიმუმამდე მცირდება თმის ფოლიკულებისანთება, რომელიც პირდაპირ კავშირშია თმისმასიურ ცვენასთან. 

კურკუმინი

კურკუმინი არის კურკუმასგან გამოყოფილი აქტიური ნაერთი, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და კანცეროგენული თვისებები. ის არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროდუქტი, რომელსაც მრავალი იმედისმომცემი შედეგი აქვსლაბორატორიულ კვლევებში. კურკუმინიერბძვის პროპიონიბაქტერიებს, რომელიც მონაწილეობს აკნეს პათოგენეზში. 

აკნეს გარდა, კურკუმა დამხმარე საშუალებად განიხილება ფსორიაზის, ეგზემის (კანის ანთებითი ქრონიკული დაავადება) და კანისსხვა დაავადებების დროს. 

კურკუმინი ხელს უწყობს სებორჰემიური დერმატიტის ეფექტების მოგვარებას (კანისგართულებები), ასევე იგი დიდად დამხმარეათმის ცვენის კუთხითაც, რადგან კურკუმას შეუძლია თმის ფოლიკულებში D ვიტამინის რეცეპტორების გენების გააქტიურება.

კურკუმას გამოყენება შეგიძლიათყოველდღიურად, საკვები დანამატის სახით. მას აქვს საინტერესო და მიმზიდველი არომატი, ამიტომაც შეგიძლიათ გაურიოთსმუზში ან ჩაიში, ეს იქნება მისი მიღების ყველაზე მარტივი, ეფექტიანი გზა.

თუთია

თუთია არის მიკროელემენტი ადამიანის ორგანიზმში, რომელიც აუცილებელია მრავალი ბიოქიმიური პროცესისთვის. თუთიაზე დამოკიდებული ზოგიერთი არსებითი პროცესი მოიცავს უჯრედების რეპროდუქციას, ჰორმონების დონის წარმოებას, შენარჩუნებას, ცილების სინთეზს,ვიტამინებისა და სხვა მინერალების უკეთშეწოვას და ასე შემდეგ.

 

თუთიის დეფიციტი იწვევს თმის ფოლიკულებში ცილის სტრუქტურის ცვლილებას, რაც ნიშნავს რომ თმის დეგენერაცია სტანდარტულზე სწრაფად მიმდინარეობს. გარდა ამისა, თუთიის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თმის ფერის სიმკვეთრეზეც. თუთია დამხმარეა თმის ზრდის პროცესშიც, ეს ხდებაფოლიკულის უჯრედების გაყოფის შედეგად,რაც იწვევს თმის ზრდის ციკლის გაუმჯობესებულ მოქმედებას. გარდა ამისა, თუთიის ეფექტიანობა დადასტურებულია მისინეგატიური ფერმენტული რეაქციების გამო თმის ცვენის შესაჩერებლად.

თუთია გავლენას ახდენს ფრჩხილების ჯანმრთელობაზეც, იგი ორგანიზმს ეხმარება გაზარდოს ცილის წარმოება, ხოლო ცილის გაზრდილი რაოდენობა გადააქვს ფრჩხილებში. თუთიის გარეშე, ფრჩხილების ზრდის ტემპი მცირდება და თავად ფრჩხილები კი ხდება მყიფე და მტვრევადი.